სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ რამდენად ახერხებს მოსწავლეთა სრულფასოვან განვითარებას“- დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბორჩაშვილი
12-11-2025
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორ რუსუდან ბორჩაშვილისთვის სკოლის წარმატება იზომება არა მხოლოდ აკადემიური შედეგებით, არამედ, თუ რამდენად ახერხებს სკოლა მოსწავლის სრულფასოვან განვითარებას - როგორ აღვიძებს მასში პასუხისმგებლობას, შემოქმედებითობასა და მოქალაქეობრივ შეგნებას. სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს სკოლის მართვისას და ახალისებს მოზარდების კრიტიკულ აზროვნებას. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბორჩაშვილი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- შემოქმედებითი, მხარდამჭერი და უსაფრთხო გარემო, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს და ყველა მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი უნარები გამოავლინოს. მასწავლებელი წაახალისებს კრიტიკულ აზროვნებასა და თვითგამოხატვას. სწავლა არის პრაქტიკაზე დაფუძნებული, რაც ეხმარება მოსწავლეს ცოდნის გამოყენებაში რეალურ სიტუაციებში. მოსწავლეთა ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნავენ, რათა მათ თავდაჯერებულად იგრძნონ თავი. სამართლიანობა და თანასწორობა არის სკოლის ყოველდღიური კულტურის ნაწილი.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად ახერხებს სკოლა მოსწავლეთა სრულფასოვან განვითარებას - არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის, არამედ პასუხისმგებლობის, შემოქმედებითობისა და მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბებას.

ასევე, წარმატებულია სკოლა, სადაც მოსწავლეები მოტივირებულები და ბედნიერები არიან. მასწავლებლები ზრდასა და ინოვაციებზე ორიენტირებულად მუშაობენ. მშობლები აქტიურად ერთვებიან სასკოლო, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, შემოქმედებით პროცესებში და საზოგადოება ხედავს სკოლას განვითარების ცენტრად, რომელიც დადებითად გავლენას ახდენს გარემოზე.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- ერთიანობა აძლიერებს როგორც თითოეულ ადამიანს, ისე მთელ სკოლას. როდესაც მასწავლებლები, მოსწავლეები და ადმინისტრაცია ერთმანეთს მხარს უჭერენ, ჩნდება დაჯერება და მოტივაცია, რთული სიტუაციების გადალახვა ხდება უფრო მარტივი, იზრდება თანამშრომლობისა და ნდობის ხარისხი, სკოლა იქცევა სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით გაჯერებულ გარემოდ, სადაც ყველას სურს განვითარება.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- ადამიანური ურთიერთობები და სითბო, რომელიც იქ იბადება. სწორედ ეს ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც სწავლა და განვითარება ბუნებრივად მიმდინარეობს. მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთისგან სწავლობენ, პატივისცემა და თანაგრძნობა ყოველდღიური ურთიერთობის ნაწილია და სკოლა არა მხოლოდ ცოდნის, არამედ სულის სიმდიდრის წყაროდაც იქცევა.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- ჩვენი შრომა შედეგს იღებს და სწავლის პროცესს აქვს აზრი. ეს გვავსებს სიამაყითა და ენერგიით, რადგან მოტივირებული მოსწავლე ნიშნავს, რომ მასში გაღვიძებულია ინტერესის ნაპერწკალი და სწავლა მისთვის მხოლოდ ვალდებულება კი არა, საკუთარი განვითარებისა და აღმოჩენის გზა გახდა. ასეთ მომენტებში მასწავლებლებიც უფრო მეტად მოტივირებული ხდებიან, რათა ყოველ ბავშვს მისცენ შანსი იგრძნონ წარმატების სიხარული.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- ემოციებზე მაღლა დგომას და გადაწყვეტილების მიღებას გონივრულად, ყველა მხარის გათვალისწინებით. სამართლიან შეფასებას, მიუხედავად პირადი სიმპატიებისა თუ სირთულეებისა. მოსმენის უნარს, რათა თითოეული ხმა იყოს გაგონილი. პრინციპულობასა და თანაგრძნობას შორის ბალანსის პოვნას და იმას, რომ მასწავლებელი რჩება ნდობის მაგალითად, ვისგანაც ბავშვები სწავლობენ პატიოსნებისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეექმნება შესაძლებლობა თავისი უნარები სრულად განავითაროს და იგრძნოს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია. სწავლა საინტერესო თავგადასავლად გადაიქცევა და არა ვალდებულებად. მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად შექმნიან ცოდნისა და მეგობრობის სივრცეს. ინოვაციები, ხელოვნება და თანაგრძნობა თანაბრად დაფასდება, სადაც ყოველი დღე ახალ შესაძლებლობად გადაიქცევა – გაგების, აღმოჩენისა და გაზრდის შესაძლებლობად. სადაც დამკვიდრდება სითბო, პატივისცემა და ურთიერთდახმარება - გარემო, სადაც ყველას ენდომება დაბრუნება.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღში 2 წლის ბავშვს ძიძა სცემდა - „ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს ჩემს შვილს! როგორ ტირის და არავინ შველის!“

ტესტის ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება

სამშაბათს სკოლებში სწავლა არ იქნება - ოფიციალური უქმე დღე საბავშვო ბაღებსაც ეხება

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

თეატრალური საღამო დაუვიწყარი ემოციებით - ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელების სპექტაკლი „უსიტყვოდ“ 

კომპლექსური ბუნების მქონე დავალება გულისხმობდა ინტერვიუს პერსონაჟთან, რომელსაც მოსწავლეებმა სამაგალითოდ გაართვეს თავი

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება