სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები ღია ცის ქვეშ ჩატარდება? - „მთლიანად დაცული გარემო არსადაა...“
14-05-2020
-
+


ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლისას დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია ეროვნული თუ მასწვალებელთა გამოცდების ბედი, უფრო სწორად ფორმატი. კვლავ აქტუალურია კითხვა - რა ფორმატით და სად ჩატარდება გამოცდები იმ ფონზე, რომ სოციალური დისტანცირების დაცვა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია კი არა, მოთხოვნაა.

ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს, ზოგი იმასაც ამტკიცებს, ეროვნული გამოცდები ღია ცის ქვეშ ჩატარდებაო, გარდა ამისა, ალბათ, საჭირო გახდება საგამოცდო ცენტრების, შესაბამისად დამკვირვებლების დამატება, რაც ასევე ბიუჯეტს უკავშირდება. ერთი ფაქტია - ამ საკითხზე განათლების სამინისტრო კონსულტაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან გადის და სწორედ ამიტომ, Etaloni.ge-მ რამდენიმე კითხვით მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ხათუნა ზახაშვილს.

- პირველი საკონსულტაციო შეხვედრა გვქონდა ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო საკითხებზე. მოგვიწევს, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ის სიტუაციები, რომლებიც იქმნება ეროვნული გამოცდების დროს და თითოეული ნაბიჯის მიხედვით შემუშავდება სათანადო რეკომენდაცია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მაქსიმალურად დაცულ გარემოში ჩატარდეს ეროვნული გამოცდები.

- დაცული გარემო ღია ცისქვეშაა, ქალბატონო ხათუნა... ხომ არ ჩატარდება გამოცდები ამ ფორმატით?

- განიხილება ყველა შესაძლებლობა, თუმცა მთლიანად დაცული გარემო არსადაა... დახურულ სივრცეშიც შეიძლება შეიქმნას უსაფრთხო გარემო; შესაბამისად, ღონისძიებები დაიგეგმება იმგვარად, რომ ნებისმიერი ტიპის გარემოში გამოცდების პროცესს არ შეეშალოს ხელი და თითოეული ადამიანი, ვინც გამოცდაზე გადის ან მეთვალყურეობს, იყოს უსაფრთხო გარემოში.

- იგივე შეეხება მასწავლებლების გამოცდებსაც?

- რა თქმა უნდა... ეს ერთი ტიპის გამოცდაა, რეალურად ერთნაირ სიტუაციაში წარმოებს და ზოგადი რეკომენდაციები რელევანტური იქნება იქნება როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში.

- ალბათ საგამოცდო ცენტრები დაემატება, რადგან სოციალური დისტანცირება სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნება?

- ამის შესახებაც მიდის მსჯელობა... გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მიიღებს და ესეც მალე გახდება ცნობილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება