სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრაქტიკოსი მასწავლებელი, მრავალწლიანი ღვაწლის მიუხედავად, მაძიებელი აღმოჩნდება და საგნის გამოცდის ჩაბარება 10 კრედიტქულაზე მოუწევს
10-05-2020
-
+


თავის დროზე, გაჟღერდა, რომ პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის,  2020 წლის ზაფხული ბოლო შანსი იყო, როდესაც შეძლებდნენ კომპეტენციის დადასტურებას.ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რა ფორმატით ჩატარდება ეს გამოცდები, საუბარი ნაადრევია, თუმცა Etaloni.ge დაინტერესდა, რა ელის იმ პრაქტიკოს პედაგოგებს, ვინც კომპეტენციის დადასტურებას გამოცდაზე გასვლის შემდეგაც ვერ შეძლებს? - ამ კითხვით პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს, მაია კობახიძეს მივმართეთ:

- იმ პრაქტიკოს პედაგოგებს, ვისაც სურს სტატუსის ამაღლება და არ აქვს განხორციელებული სავალდებულო აქტივობები, ასევე არ აქვს დადასტურებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები, გააჩნიათ  ვალდებულება, ამ ზაფხულს ჩააბარონ გამოცდები და გავიდნენ საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდებზე; ხოლო რაც შეეხება, თუ ვერ დაადასტურებენ კომპეტენციას, მინდა ვთქვა -  წესით, პრაქტიკოსებს ბოლო შანსები ჰქონდათ 2020 წლის იანვრამდე; მაგრამ დაწესდა ბევრი შეღავათი, გაუხანგრძლივდათ ვადები, სავალდებულო აქტივობა კი დარჩა ვალდებულებად - ესაა ორი გამოცდა. თუ ვერ ჩააბარებენ, მასწავლებლის პროფესიაში შემოსვლის მსურველთათვის არსებობს ცალკე ნორმატიული აქტი - თუ  როგორ შეუძლიათ მათ დაბრუნება სისტემაში. რა თქმა უნდა, აქაც საგნობრივი კომპეტენეციის დადასტურებაა აუცილებელი და შემდეგ უკვე სხვადასხვა მოთხოვნაა, მათ შორის პროფესიული უნარების ტრენინგ-პროგრამა... ანუ, პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდას ვერ  ჩააბარებენ, პროფესიაში დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ.

- ასეთ შემთხვევაში, ისინი პროფესიაში შემოსვლის მსურველთა შორის გადაინაცვლებენ?

- რა თქმა უნდა, მივდივართ იქამდე, რომ მრავალწლიანი ღვაწლის მიუხედავად, პედაგოგი აღმოჩნდება მასწავლებლობის მაძიებელი, მაგრამ  სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, მასწავლებელს დაუწესოს გამოცდა კომპეტენციის დადასტურების მიზნით - ესაა საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენციები; აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ რამდენჯერმე გადაიწია გამოცდების დასრულების ვადებმა, ბუნებრივია, ვეღარ გამოვხატავთ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ მასწავლებელი სისტემაში უნდა შემობრუნდეს კონკრეტული მოთხოვნების მიხედვით და მათ შორის ერთ ერთი უმთავრესია საგნობრივი გამოცდის ჩაბარება.

P.S. ასე რომ, გამოდის, ის პრაქტიკოსი პედაგოგები რომლებიც კომეპტენციას ვერ დაადასტურებენ, მაძიებლებს შორის გადაინაცვლებენ და შესაბამისად, საგნის გამოცდასაც10 კრედიტქულაზე ჩააბარებენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება