სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კარანტინში საკითხავი“ - გაეცანით თბილისის N138 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის ნათია გოგოლაძის სტატიას
28-04-2020
-
+


თბილისის N138 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნათია გოგოლაძე მიმდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით საინტერესო სტატიას გვთავაზობს.

კარანტინში საკითხავი

უცნაურ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, შრომა, მეგობრობა თუ ყოველდღიურ, საოჯახო საქმეებზე ზრუნვა. ნურავის ნურაფერს დავაბრალებთ, ჩვენი ბრალია ყველაფერი, თუმცა ამაზე ახლა არ მინდა საუბარი. მინდა  ჩემი მოკრძალებული მოსაზრება გაგიზიაროთ, თუ როგორ ვაქციოთ შარი ხეირად.

ფილმები მინახავს რეალური ამბების მიხედვით გადაღებული, ფილმის მიხედვით დამდგარი რეალობა კი არა, ახლა სხვა სინამდვილეა-„უსხვანაირესი“. უარყოფითი ემოცია წინსვლის მამოძრავებელი, არ მეთანხმებით? „უნდა შეგცივდეს, რომ მიხვდე, როგორ გათბე; უნდა მოგშივდეს, რომ იზრუნო საკვების მოპოვებაზე; უნდა დაგაწვიმოს, რომ ააშენო სახლი; უნდა გაგსრისოს მარტოობამ, რომ შეიძინო მეგობარი; უნდა შეგაწუხოს ჭუჭყმა რომ იზრუნოთ სისუფთავეზე; უნდა მოგბეზრდეს სარეცხის „ტაშტში“ რეცხვა, რომ გამოიგონო სარეცხი მანქანა.“- ნ. ფანჯიკიძე

შემაწუხა და მაკლია: საკლასო ოთახი, ბავშვების ჟრიამული, დაფის წინ დგომა და ხელებით საუბარი, პატარების ჩახუტება, კოლეგებთან ფინჯან ყავაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მშობლების კითხვები და გრძელი საუბრები.

რაც არ მომენატრა, ეს არის ნიშნების წერა. ქულა შეფასების ერთ-ერთი საშუალებაა მთელი რიგი დადებითი მხარეებით. მე მაინც განმავითარებელი შეფასება მიმაჩნია უპირატესად. ონლაინ გაკვეთილებმა სადაც ქულები არ იწერება, გვიჩვენა:

  1. რაოდენ საჭიროა სწორი განმავითარებელი კომენტარი
  2. კიდევ უფრო დათბა ურთიერთობები მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის
  3. მოსწავლეები უფრო გაბედულნი არიან კითხვების დასმისას
  4. მოსწავლეებისათვის კიდევ უფრო გაზომვადი გახდა საკუთარი მიღწევები
  5. განსაკუთრებულმა სიტუაციამ კიდევ უფრო მიაჯაჭვა პედაგოგები ტექნოლოგიებს,

მასწავლებლებმა (ყველა ასაკის) პირველებმა აუღეს ალღო ონლაინ მომსახურებას და ხეირმაც არ დააყოვნა:

  1. გავიწაფეთ ონლაინ გაკვეთილების ჩატარებაში (ვისწავლეთ პროგრამა ტიმსის გამოყენება და არამარტო)
  2. მოვიძიეთ, ჩამოვტვირთეთ შემდეგ ისევ ავტვირთეთ უამრავი საინტერესო და სახალისო მასალა
  3. მასწავლებლებმა შექმნეს რესურსების ბანკი, რაც ვთვლი გრძელვადიანი მიღწევაა
  4. სოციალურ ქსელში გაჩნდა ან კიდევ უფრო გააქტიურდა პედაგოგთა საგნობრივი ჯგუფები, ზიარდება უამრავი უკვე გამოცდილი თუ ახლად გამომცხვარი იდეა, ფოტო, აუდიო თუ ვიდეო გამოცდილება, რაც ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლების უნიკალური შემთხვევაა

ყველა მოსწავლე ინდივიდია, იმედია თქვენ ჩემო ძვირფასებო თქვენებურად ააწყვეთ, დაგეგმეთ თუ დაალაგეთ თქვენი ყოველდღიურობა, რაც მარტივი არ არის ნამდვილად.

აბა დაფიქრდით,  რამდენი დრო გაქვთ იმისთვის, რომ კარგად გაიაზროთ და შეაფასოთ თქვენი თავი: რა იცით - რა არა, რისი სწავლა მოასწარით ამ წელს, რა წაიკითხეთ და რას წაიკითხავთ, იქნებ დღიურებში  დატოვოთ თებერვლის ბოლოდან დღემდე თქვენი ემოციები, ან როგორ ხედავთ მომავალს.

დამიჯერეთ, არაფერი არ ხდება ისე, უბრალოდ და ისევ ფანჯიკიძეს დავესესხები: „კარტს, რომელიც დაგირიგდა, ვერ გამოცვლი, მაგრამ შენზეა, როგორ გაითამაშებ ხელს. საუკეთესო კარტითაც შეიძლება წაგება ან პირიქით“.

ჩანაწერი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება