სიახლეები
პიროვნება

„რამდენადაც სასიხარულოა პირველკლასელების მიღება, იმდენად რთულია შემდეგ მათთან დამშვიდობება“ - ქობულეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ხალვაში
29-04-2020
-
+


ბებია დამსახურებული პედაგოგი იყო და ალბათ სწორედ ამან განაპირობა მისი პროფესიის არჩევანიც. ქობულეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ხალვაში უკვე 25 წელია დაწყებითი კლასების მასწავლებელია და Etaloni.ge- იმაზე ესაუბრება, როგორ ამხნევებს თავის პირველკლასელებს დისტანციურად; როგორ გადავიდნენ ონლაინ-სწავლებაზე და როგორ ცდილობს, იყოს საუკეთესო პედაგოგი თავისი მოსწავლეებისთვის - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Etaloni.ge ქობულეთის წითელი ზონიდან ადგილობრივი პედაგოგი, ხათუნა ხალვაში ესაუბრება.

- თავიდან ყველასთვის მოულოდნელობა იყო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა; თან პირველი კლასი მყავს და მოგეხსენებათ, ასეთ პატარებს განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ. მერე, მერე ნელ-ნელა ავუღეთ ალღო, ონლაინ-სწავლებაში წარმატებით ჩავერთეთ და მეც მუდმივად ვცდილობ, გავახალისო მოსწავლები - პრეზენტაციებს ვუმზადებ, ვიდეოებს ვწერ, რათა არსებული ვითარება მათთვის მოსაწყენი არ გახდეს. მიმაჩნია, რომ ასეთ დროს, სითბო და სიყვარული უპირველესია, თუმცა მხოლოდ სიტყვით ვამხნვებ, სამწუხაროდ,  სხვა შესაძლებლობა არ გაგვაჩნია.

- ასეთ დროს, ასევე უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა, არ მეთანხმებით?

- რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას, ყველაფერი კეთდება რომ ბავშვებს ინტერნეტთან წვდომა ჰქონდეთ და დისტანციურ სწავლებაში ხელი არაფერმა შეუშალოს; ჩვეულ რეჟიმში როცა ვიყავით, არაერთი ღონისძიება დაუფინანსებიათ... განათლებისა და კულტურის სფეროებს უდიდესი ყურადღება ექცევა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან და ეს მხოლოდ მისასალმებელია.

-  ქალბატონო ხათუნა, მშობლები თუ არიან ჩართულები ბავშვების ონლაინ-სასწავლო პროცესში?

- მშობლები ძალიან მეხმარებიან, თავიდანაც აქტიურად მონაწილეობდნენ სასკოლო ცხოვრებაში და ახლა განსაკუთრებით მიდგანან მხარში, ყოველთვის მობილიზებულები არიან და მადლობის მეტი, მართლაც, არაფერი მეთქმის.

- დაწყებითების მასწავლებლობა თქვენი ოცნება იყო?

- ბებია მყავდა დამსახურებული პედაგოგი და მთელი ბავშვობა ვადევნებდი თვალს, როგორ მუშაობდა, როგორ უყვარდა თავისი საქმე... თავიდან ეკონომიკურზე ვსწავლობდი, მერე კი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და უკვე 25 წელია, პედაგოგი ვარ.

- და სკოლაში ხვდებით პირველკლასელებს, ვისზე ზრუნვაც ალბათ უდიდესი პასუხისმგებლობაა.

 - ეს მართლაც უდიდესი პასუხისმგებლობაა - გარდა იმისა, რომ უნდა ვასწავლო, პირველ რიგში, საკუთარ მოვალეობად მიმაჩნია, ადამიანებად აღვზარდო, მათი დადებითი თვისებები წამოვწიო, ვეცადო -  სკოლას, ზოგადად გარემოს შეეჩვიონ და შეიყვარონ ის, რაც უნდა აკეთონ. სწორედ ამ ყველაფერს სჭირდება ძალისხმევა და პროფესიისადმი თავდადება და რაც მთავარია, ბავშვების სიყვარული.

- ისეთი მასწავლებელი ხართ,  როგორიც ბავშვობაში იდეალურ მიგაჩნდათ?

- ვფიქრობ, უმეტესწილად ვარ, ვცდილობ ყველანაირად, ვიყო საუკეთესო, ურთიერთობის თვალსაზრისითაც და შევძლო ბავშვებისთვის ცოდნის გადაცემა.



- და შემდეგ დგება მომენტი, როდესაც თქვენი დაფრთიანებული პატარები ცხოვრების სხვა საფეხურზე უნდა გაუშვათ...

- ეს ყველაზე მძიმეა - რამდენადაც სასიხარულოა პირველკლასელების მიღება, იმდენად რთულია მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ მათთან დამშვიდობება.  ცრემლების გარეშე ეს მომენტი არ გადის, თუმცა უბედნიერესი ვარ, როდესაც არ მივიწყებენ, მირეკავენ, მკითხულობენ... ეს პატარები უდიდეს სიყვარულს მაძლევენ.

- მეხუთე კლასიდან თქვენი პასუხისმგებლობა მათ წინაშე სრულდება?

- არა, ნამდვილად - მოგეხსენებათ, თუ რამე დაშავდა, პირველი იმას კითხულობენ, დაწყებითების მასწავლებელი ვინ ჰყავდა ბავშვს... მე კი სულ ვცდილობ, რომ ეს კითხვა ჩემს მოსწავლეებთან მიმართებაში არ გაჟღერდეს.  მოდიან, რჩევას მეკითხებიან და თუ რაიმე სჭირდებათ, იციან - ჩემი იმედი ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ.

- მათი მეგობარი ხართ, ასეა?

- ყოველთვის ვცდილობ, მოვუსმინო, გავითვალისწინო მათი შეხედულებები, მოთხოვნები - მორალის ფარგლებში რა თქმა უნდა. იცით, ყველაფერს თუ მათთან ერთად გააკეთებ - წიგნის კითხვა იქნება ეს, თამაში თუ ცეკვაც კი, ყოველთვის შეძლებ იყო მეგობარიც, მასწავლებელიც, მრჩეველიც... არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ჩემთან საუბრობენ იმაზე, რასაც ოჯახში ვერ იტყვიან. ამიტომაც ყველანაირად უნდა გავუგოთ ჩვენ პატარებს.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მასწავლებლებს ვადა 23 დეკემბრის ჩათვლით აქვთ - ვინ უნდა შეავსოს განაცხადი და რა უნდა გაითვალისიწნოთ

როგორ უნდა შეფასდნენ მოსწავლეები, განმავითარებელი შეფასებით სემესტრის ბოლოს - დეტალური ინფორმაცია პედაგოგებისთვის 

წინასააახალწლო სახალისო და შთამაგონებელი აქტივობები მოსწავლეებისთვის - იდეები პედაგოგებს

მოსწავლეთა მობილობა - როგორ უნდა მოიქცეთ თუ სკოლის შეცვლა გსურთ

 Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“დაჯილდოება მიმდინარეობს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება