სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დამაყრუებელი სიჩუმე გონებას უსასრულო ფიქრის ბურუსში ახვევს“ - გაჭედილის საჯარო სკოლის მეათე კლასელის ჩანახატი
14-04-2020
-
+


მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ - ამ თემაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ მაგდა ბართიამ ჩანახატი გააკეთა.

მოსწავლის მიერ მოწოდებულ ნაშრომს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ერთი თვე საკმაოდ მცირე დროდ გვეჩვენებოდა, როცა ზაფხულში მეგობრებთან ერთად ვერთობოდით და სკოლიდან ერთი თვე დასვენება ყველაზე მოკლე პერიოდადაც კი მიგვაჩნდა, მაგრამ დღეს: იძულებით სახლში გამომწყვდეულმა დავიწყე ფიქრი, რა მომაბეზრებელი ყოფილა ერთი თვე როცა არც სკოლაა და ვერც მეგობრებს ნახულობ. როცა არ შეგიძლია, ჩაეხუტო, მოეფერო, აკოცო შენთვის ძვირფას ადამიანს. მხოლოდ სახლი, ერთფეროვნება და ერთი სივრცე იქცა ახალგაზრდების თავშესაქცევად.

ოცნებად გვეჩვენებოდა სახლში დროის გატარება, მყუდროება, ძილი, დასვენება, უსასრულოდ მუსიკის მოსმენა, განტვირთვა. დღეს ეს ოცნება ცხვირწინ მაქვს და თავისით სრულდება, მაგრამ აქ არაფერია გასაოცარი, ეს არ არის ის, რასაც ველოდი. დამაყრუებელი სიჩუმე გონებას უსასრულო ფიქრის ბურუსში ახვევს. ეს სიჩუმე სამყაროს ანგრევს. დღეს, როცა ერთმანეთისგან თავმობეზრებული ადამიანები ვეღარ ხედავენ ერთმანეთს მხოლოდ მონატრება იბუდებს გულში. ერთი თვე, ერთი სახლში გატარებული თვე, როდესაც გბეზრდება ის, რაზეც ადრე ოცნებობდი. სმარტფონიც კი გღლის. მგონი ამ ერთმა თვემ იმ ყველაფრის ფასი მასწავლა, რასაც სკოლიდან ვიღებდი. მეგობრებთან ურთიერთობა, თუნდაც ჩხუბი, დღეს მონატრებას იწვევს. ერთი თვე იოლი სათქმელია, მაგრამ არა წარმოსადგენი. ერთი თვე სახლში ეს გაუსაძლისობამდე მიდის. არც ერთ კალამს არ შეუძლია დაწეროს ის, რასაც ადამიანის გონება ერთ თვეში იწერს. სახლში დატყვეებულს მენატრება სკოლა, ის გარემო, რომელიც ჩემს ყოველდღიურობას შეადგენდა. თუმცა, ზოგჯერ ყველაფრის ატანა გვიწევს.

დავრჩეთ სახლში და ვიხსნათ საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლე. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მოწყენილობა დასრულდება, მაგრამ დასრულებული სიცოცხლე ვეღარ დაბრუნდება. გვიყვარდეს ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს და გვჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება,რადგან დედამიწას სიყვარული ატრიალებს!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება