სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში აქვს დირექტორს მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების უფლება?! - ეს ხანგრძლივი და არცთუ მარტივი პროცედურაა
17-04-2020
-
+


დღეს საკმაოდ ბევრს საუბრობენ მასწავლებლებისა და დირექტორების უფლებებსა თუ მოვალეობებზე; თუმცა კითხვაზე  - რა შემთხვევაში  შეუძლია დირექტორს პედაგოგის სკოლიდან გათავისუფლება - ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. გასაგებია, რომ არის სკოლის შიდა განაწესი, რომელშიც ყოველი სკოლისთვის ინდივიდუალური დეტალები შეიძლება იყოს გაწერილი, მაგრამ როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია - მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლება არც ისე მარტივი ყოფილა, როგორც ამის წარმოჩენა ხდება.

საქმე ის გახლავთ, რომ პედაგოგი სკოლიდან არაერთი საყვედურის საფუძველზე თავისუფლდება, თუმცა დირექტორმა თანამშრომელს საყვედური რომ გამოუცხადოს - ეს საკმაოდ ხანგრძლივი და არცთუ მარტივი პროცედურაა.

დავუშვათ, დადგა საყვედურის გამოცხადების აუცილებლობა, დირექტორი ამ ნაბიჯს ერთპიროვნულად ნამდვილად ვერ გადადგამს - იგი ვალდებულია, მიმართოს დისციპლინურ კომიტეტს, რომელიც შედგება ორი მშობლის, ორი მასწავლებლისა და ორი მოსწავლისგან. სწორედ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - საქმის დეტალურად განხილვის შემდეგ, გამოუცხადებენ თუ არა მასწავლებელს საყვედურს. თუმცა ობიექტურობაზე საუბარი, ასეთ დროს, ცოტა უადგილოა. ვინმეს მიუკერძოებლობაში კი არ შეგვაქვს ეჭვი, უბრალოდ,  წარმოუდგენელია, მოსწავლეებმა საკუთარ მასწავლებელს, პედაგოგებმა კი - კოლეგას გადაცდომებზე მიუთითონ; ასეთ დროს ისინი, რა თქმა უნდა, „სასაყვედურო ობიექტის“ მხარეს იჭერენ. აქ კი სხვა - მორალური პრობლემა იჩენს თავს: შემდეგ რა იმიჯით უნდა შევიდეს იგივე პედაგოგი გაკვეთილზე იმ მოსწავლესთან, რომელმაც ორიოდ დღის წინ გადაწყვიტა, პირობითად, „დამნაშავე“ იყო თუ არა მისივე პედაგოგი.

სწორედ ამიტომ, დირექტორები ცდილობენ, მასწვალებლის საქმე დიციპლინურ კომიტეტამდე არ მიუშვან. ხოლო საყვედურის შემთვევაში, მსგავსი ფაქტი მრავალჯერადი უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ დგება მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხი.

ასეა თუ ისე, ფაქტია, ამ მხრივ, დირექტორებს ბერკეტები არ აქვთ და მასწავლებლის პატივისცემა რომ შეინარჩუნონ, არ ამწვავებენ საკითხს, რადგან ეს ყველაფერი, საბოლოოდ, უარყოფითად აისახება სკოლის იმიჯზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება