სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

79 ქართველი მოსწავლე აშშ-დან საქართველოში დააბრუნეს
12-04-2020
-
+


79 ქართველი მოსწავლე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ,  საქართველოში დაბრუნდამოსწავლეები ჯერ  ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაიყვანეს, რაც  ამერიკულმა მხარემ უზრუნველყო, ხოლო დოჰადან სპეცრეისით, თბილისამდე საქართველოს მთავრობამ დააბრუნა.

ქართველ მოსწავლეებთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომლებიც ქართველ თანატოლებთან, ერთად ამერიკაში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და ისინი თბილისსა და კახეთში, 2 სასტუმროში განათავსეს, სადაც 14-დღიან კარანტინს გაივლიან. ამ პერიოდში მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებითა და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ.რაც შეეხება მოსწავლეებს სომხეთიდან, ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში უკვე გაემგზავრნენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით  86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება; ხოლო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებიდან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება