სიახლეები
სკოლები

,,ფიქრში ჩარჩენილმა ნათლად დამანახა მოსწავლეების სხვადასხვა წახნახები“ - დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მასწავლებლის ემოციური ჩანახატი
09-04-2020
-
+


კორონავირუსის გამო შექმნილ რთულ ვითარებას, დაბა წაღვერის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მონიკა ჭანტურია ჩანახატს უძღვნის.

                                                  მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ?
 
,,იზოლაცია, სტრესი, მოულოდნელი აკრძალვები, ვირუსის შიში - ეს ყველაფერი ოთხი-ხუთი დღის მანძილზე თავში ტრიალებდა, მაგრამ აგერ, უკვე ერთი თვე გავიდა და სულმა დაიწყნარა თავისი ,,სანახები“. კომფორტის ზონა იპოვა...მიყუჩდა.. ფიქრებიც აიშალნენ..დისტანციურ სწავლებაზე დაკვირვებამ მაჩვენა უამრავი რამ სხვანაირად: საკუთარი ცხრაწლიანი სასკოლო ცხოვრება, მისი მართებულობა, გაუმართლებელი ახსნა რომელიმე კონკრეტული თემის, მაგრამ წარმატებული მიგნებები უფრო სჭარბობს და სასიამოვნოდ მეღიმება. თავს ვერ მოიწონებ, ვერ იკუკლუცებ, მაგრამ თვითშეფასებაც არ უნდა დააკნინო, ასე მგონია. თითქოს, ყველაფერი თავის უჯრაში ჩალაგდა... ჩასწორდა... კოპწიაობა შეიძინა. ახარისხებ და საცერზე გრჩება ის, რაც მართლა სჭირდებათ დღევანდელ მოსწავლეებს, მონატრებულებს ერთვიანი უნახაობიდან გამომდინარე. ზოგი ამასაც არ აღიარებს და მიაჩნია, რომ გრძნობებზე არ უნდა ისაუბროს ხმამაღლა. მე ასე სულაც არ მეფიქრება... ერთ-ერთ ფილმში მოვისმინე ამას წინათ: ,,თუ ვერ იტანთ, როგორ უნდა ასწავლოთ?“... - აქ არ ვგულისხმობ კაცთმოძულებას, უბრალოდ იმ არასწორ დამოკიდებულებას ვგმობ, როცა კონკრეტული ქცევების გამო მოსწავლეს  გაკიცხავ ყველგან...და არ გეგონოთ, არ გრძნობს ის ამ დამოკიდებულებას ....

ამ პერიოდმა, ფიქრში ჩარჩენილმა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და ნათლად დამანახა საკუთარი მოსწავლეების სხვადასხვა წახნახები, უნარებიც კი. ძალიან გამაბედნიერა ერთ-ერთმა, როცა თიმსის პროგრამაში გამოგზავნილი დავალება გავხსენი. ვერ წარმოიდგენთ მოულედნელობის ეფექტით სახეზე რა მეწერა. აუდიო ჩანაწერით გადმოსცემდა ლექსის ემოციას. ჩემი საქებარი კომენტარის შემდეგ თანაკლასელებმაც აღიარეს მისი დავალების უპურატესობის ეს ინდივიდუალური დეტალი. ის ბედნიერი იყო. ემოცია სხვა რაა, თუ არა სიხარულის წუთებისგან შემდგარი ერთობლიობა. ამ დროს ხომ უფრო მეტად უახლოვდები მოსწავლის აზროვნებას, მასში უეცრად აღმოჩენილი უკვე შენი საკუთრებაა და თავისდაუნებურად, კვლავ გეღიმება...აი, თურმე რა შეძლებია...აი, თურმე როგორ არ ჩანდა ეს კლასში, აი, თურმე რამხელა პოტენციალი ჰქონია კონკრეტულად ამ კუთხით....როგორც ყველა ფილოლოგი ამ ქვეყანაზე, მეც ემოციების ადამიანად ვთვლი ჩემ თავს. უბრალოდ, ეს სხვებისთვის, თუ კარგად არ მიცნობენ, არაა ხილული-ხოლმე.  არადა, ფიქრისთვის ამდენი დროა...სულ თვალწინ გიდგას საკლასო ოთახი, სადაც ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოსის“ ახსნისას უშურველად, ბუნებრივად წამოსულ ცრემლებს ვერ იკავებ მოსწავლეების წინაშე. ახლა ვფიქრობ, ეს რამდენად დასაშვები და სწორია? გამოგიტყდებით, ხშირია შემთხვევა, როცა მხატვრული ტექსტი თვითონ გიბიძგებს ორგანულად გაითავისო და გამოგიწვიოს ემოციურ დუელში. ამას კი ჯერ გაკვირვებული თვალებით აკვირდებიან მოსწავლეები, შემდეგ თითქოს შენი სტილი ერქმევა ამას სახელად და ეჩვევიან. რა მოიტანა ამან კარგი, ან როგორ უკავშირდება ეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტადარტს? ეს თუ მნიშვნელოვანია (ვთვლი, რომ აუცილებელიც!), მაშინ იქ თეთრზე შავად წერია, რომ მოსწავლე უნდა ,,გაიყვანო“ მაღალპასუხიმგბლიან ბილიკზე, უნდა აჩუქო მას ემპათიის უნარი ისე, როგორც ამას მოახერხებ. მთავარია ,,გაიყვანო“ სხვისი აზრის, სხვისი ტკივილის, ან სიხარულის გაზიარების ,,ნაპირზე“. გლობალურ გულგრილობაში ,,ჩაძირულ“ გალაქტიკას დღეს ნამდვილად არ აწყენს ემოციებზე, მგრძნობელობაზე, ცოტა სენტიმენტზეც დამყარებული, აგებული უკვე შემდგარი მოქალაქე, სრულუფლებიანი წევრი ჩვენი საზოგადოებისა. 

მონატრების ერთი თვე, ვიტყოდი, არის სადღაც, დუნედ მიმავალიც, სადღაც,  სხვანაირშინაარსიანიც. ზოგისთვის მიუღებელიც კია სახლიდან მუშაობის ეს ფორმატი, არადა, არც ისეთი მოსაწყენია, რომ ვერ გაიკვლიო გზა მოსწავლის ხმამდე, გამოსახულებამდე, რაც მთავარია, გულამდე. ისევ ისე ხსნი და ისევ ისეთ ღირებულებით აქცენტებს აკეთებ, ვიდრე ამას აკეთებდი საკლასო ოთახის გარემოში. მოსწავლეები ისევ ისეთი საინტერესონი, ამოსაცნობნი და მართალნი არიან, როგორც ეს იყო და იქნება ჩემთან 45 წუთში და ახლა - 25 წუთის მანძილზე. ეს დრო რისია? გააზრებისთვისაა. ისეთივე ღრმაა სიტყვის ძიების პროცესი, როგორც დავით გურამიშვილი თავისი ტრაგიკული ბიოგრაფიის მოყოლისას განგვაწყობს: ,,ორგემაგე არს საწუთრო: ხან ნოტიობს, ხან კი გვალავს, დღეს რომ კარგი წინ გიმძღვაროს, უკან მოგადევნებს ხვალ ავს“.

ასეა კი? - ფიქრობენ ფიქრში დარჩენილი მოსწავლეები და მეც მათთან ერთად. იქნებ, სწორედ ამიტომაცაა ეს მასალა, რომ მათ განარჩიონ - უცებ მოვარდნილი, იძულებით აღკვეთილი არდადეგები,  სასწავლად გამოყოფილი იდეალური სასკოლო პირობებისგან?!. იქნებ, ამაზეც დაგვაფიქროს სიჩუმემ?!“.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

რეკომენდაციები, სწავლის მეთოდები და სტრატეგიები მასწავლებლის სახლისგან - ვებინარის დეტალები

2026 წლის სიმბოლო წითელი ცეცხლოვანი ცხენია

მასწავლებლებს ვადა 23 დეკემბრის ჩათვლით აქვთ - ვინ უნდა შეავსოს განაცხადი და რა უნდა გაითვალისიწნოთ

როგორ უნდა შეფასდნენ მოსწავლეები, განმავითარებელი შეფასებით სემესტრის ბოლოს - დეტალური ინფორმაცია პედაგოგებისთვის 

წინასააახალწლო სახალისო და შთამაგონებელი აქტივობები მოსწავლეებისთვის - იდეები პედაგოგებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიება საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება