| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა მაკა თევდორაძემ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა.
მონატრების ერთი თვე
„თურმე მონატრებას თავისი ფერი, გემო და სურნელი ჰქონია. ამ სხვაობას ვერც ვიგრძნობდი, რომ არა ერთი თვე, რომელმაც სრულიად შეცვალა სამყარო.
ყველაზე მეტად ერთი ჩვეულებრივი დღე მენატრება, მენატრება ადამიანები, რომლებიც ამ ყოველდღიურობას ავსებდნენ და ალამაზებდნენ.
ყველაზე ხმაურიანი სიჩუმე ყოფილა;
ყველაზე გასაგები - გაუგებრობა;
ყველაზე საშინელი უიმედო იმედი.
სიჩუმეში სხვანაირად ვაზროვნებ, სხვანაირად ვსაუბრობ, ღიმილი კი სხვანაირი მიხდება და ვგრძნობ, რომ აბსოლუტურად შევიცვალე. ამიტომაც ვფიქრობ, როცა ეს განსაცდელი დასრულდება, სულ სხვანაირად გათენდება, სულ სხვა ცხოვრება იქნება. რადგან ცუდსაც დადებითი მხარე აქვს, ის უფრო მეტი სიყვარულისა და სიკეთის გადაცემას გვასწავლის. უფრო მეტად შევიგრძნობთ, რომ თითოეული წამი ლამაზი და ძვირფასია.
მანამდე კი სასოწარკვეთილებაა, დარდი, შიში და მოუსვენარი ფიქრი იმისა, რომ „იმედი კარგი საუზმეა, მაგრამ ცუდი ვახშამი“.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ
ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები)
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა