სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ავტორიზაციის თარიღმა გადაიწია - ვის ეხება მთავრობის ახალი დადგენილება?
31-03-2020
-
+


გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის 205-ე დადგენილება, რომლის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა ეწურებათ, ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გაუხანგრძლივდათ.

დადგენილების თანახმად, ეს რეგულაცია არ ვრცელდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა მიმართებითაც ზოგადსაგანმანათლებლო პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოებს მიღებული აქვთ ავტორიზაციასთან დაკავშირებული რომელიმე გადაწყვეტილება ან რომლებსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე უკვე ამოეწურათ მიმდინარე ავტორიზაციის ვადა და ამ ვადის ამოწურვისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას ცენტრში არ ჰქონდა წარდგენილი საავტორიზაციო განაცხადი.

„საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა ეწურებათ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და რომელთა შეფასებაც აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით ცენტრის დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციის საფუძველზე შეუძლებელია, განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან/და საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრში წარდგენილი დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციით დააფიქსირებს უარყოფით პოზიციას საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეფასების თაობაზე და აღნიშნულ არგუმენტირებულ პოზიციას გაიზიარებს ცენტრი, მიმდინარე აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდეთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. ეს რეგულაცია არ ვრცელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა მიმართებითაც საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიღებული აქვს აკრედიტაციასთან დაკავშირებული რომელიმე გადაწყვეტილება ან რომლებსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე უკვე ამოეწურათ მიმდინარე აკრედიტაციის ვადა და ამ ვადის ამოწურვისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას ცენტრში აღნიშნულ პროგრამაზე არ ჰქონდა წარდგენილი სააკრედიტაციო განაცხადი.

ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვროს უმაღლესი განათლების სწავლის დეტალური სფეროები, რომლის ფარგლებში შემავალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებაც, აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით, ცენტრის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციის საფუძველზე, შეუძლებელია, განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა), ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული წარმოებების, საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების უფლების მოპოვების/დადასტურების ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში ცენტრში ამ დადგენილების ამოქმედებამდე ან საგანგებო მდგომარეობის დროს წარდგენილ განაცხადებზე კანონმდებლობით დადგენილი ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე:

„თუკი ცენტრის დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციის საფუძველზე შეუძლებელია, განხორციელდეს შესაბამისი წარმოების ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები/ღონისძიებები დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან/და დაწესებულება ცენტრში წარდგენილი დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციით დააფიქსირებს უარყოფით პოზიციას აღნიშნული აქტივობების/ღონისძიებების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების განხორციელების თაობაზე და მის პოზიციას გაიზიარებს ცენტრი“, აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში, რომლიც ძალაში პრემიერ-მინისტრის ხელმოწერისთანავე შევიდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში განათლების ხარისხზე დასკვნა გამოქვეყნდა - „სტატუსის აღსადგენად ევროპულ რეესტრს (EQAR) მივმართავთ“

მასწავლებელთა ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ინგლისური ენის ტესტი დღეს არ გამოქვეყნდება - როდის ნახავენ აპლიკანტები გამოცდაზე მოსული საკითხებს 

მასწავლებელთა გეოგრაფიის გამოცდაზე გამოუცხადებლობის რეკორდული მაჩვენებელი და უცხოური ენების ტესტირების სტატისტიკა

რომელ რეგიონებში გამოაცხადა მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები და რა პოზიციებზე - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება