სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

11 იდეა - რა ვაკეთოთ სახლში თვითიზოლაციისა და კარანტინის დროს?
07-11-2020
-
+


მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო სოციალური დისტანცია, მობილობის შემცირება და სახლში დარჩენა მთავარი რეკომენდაციებია, „ეტალონმა“ თქვენთვის რამდენი იდეა შეაგროვა, როგორ შეგიძლიათ თვითიზოლაციის მოსაწყენი დღეები გაიხალისოთ და კარანტინის დრო სასიამოვნო და ნაყოფიერიც კი გახადოთ:

დაკავდით თვითგანვითარებით

საუკეთესო ინვესტიცია იქნება, ეს დრო საკუთარ თავს დაახარჯოთ. კარანტინი ოდესმე დასრულდება, ის ცოდნა კი, რომელსაც ახლა შეიძინეთ, მომავალში გამოგადგებათ. თქვენთვის ონლაინ არაერთი სასწავლო კურსია ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ izrune.ge-ს ესტუმროთ, სადაც არაერთ საინტერესო ტესტს გაეცნობით, საკუთარ თავს გამოცდით და ახალ ცოდნასაც შეიძენთ.

ვირტუალურად იმოგზაურეთ მუზეუმებში

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მსოფლიოში უკვე ბევრი კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეა, რომელთა დათვალიერებაც სახლიდან შეგიძლიათ. 

უყურეთ ოპერასა და ბალეტს

ვენის ოპერამ და ავსტრიის თეატრებმა 2 აპრილამდე ყველა სპექტაკლი გააუქმეს. ამის ნაცვლად, მათი საოპერო და ბალეტის სპექტაკლების ჩანაწერები სტრიმინგ პლატფორმაზე - www.staatsoperlive.com შეგიძლიათ ნახოთ.




უყურეთ ფილმებსა და სერიალებს

საუკეთესო დროა, რომ თქვენი საყვარელი სერიალები ბოლომდე მიიყვანოთ ან დაიწყოთ ახლის ყურება, რისთვისაც დრო არასდროს გქონდათ. ჩაუჯექით ფილმებს, რომლებიც დიდიხანია ჩანიშნული გაქვთ, მაგრამ მათთვის ვერაფრით მოიცალეთ. თუ ეპიდემიებზე ფილმები დაგაინტერესებთ, „ეტალონმა“ რამდენიმე მათგანი უკვე შეგირჩიათ.

მოაწყვეთ კულინარიული ექსპერიმენტები

ახლა გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი კულინარიული უნარები გამოსცადოთ და განავითაროთ. შეისწავლეთ ჯანსაღი საკვების რეცეპტები, არ დაგავიწყდეთ, რომ ზაფხული მოდის და კარგ ფორმაში ყოფნისთვის სწორი კვება მნიშვნელოვანია.



წაიკითხეთ წიგნები

შეგიძლიათ ინტელექტუალურ განვითარებაზეც იზრუნოთ და ის წიგნები წაიკითხოთ, რომლებისთვისაც დრო აქამდე ვერაფრით გამონახეთ. წიგნები ასეთ დროს მარტოსულობის განცდასაც შეგიმსუბუქებთ.

ითამაშეთ ონლაინთამაშები

შეგიძლიათ ვირუსული ეპიდემიების დამარცხება ონლაინთამაშებში სცადოთ. „ეტალონი“ 4 საუკეთესო მათგანს გთავაზობთ.

დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა

ენის შესწავლისთვის თვითიზოლაცია შემაფერხებელი არ არის . საკმარისია შესაბამის youtube არხებზე დარეგისტრირდეთ ან უყუროთ სერიალებს სუბტიტრებით.



დაალაგეთ სახლი

საუკეთესო დრო გაქვთ გენერალური დასუფთავებისთვის. სახლის გაწმენდა ზედმეტი ნივთებისგან კომფორტის შეგრძნებას მოგიტანთ. დასუფთავებულ სახლში კარანტინის დღეების გატარებაც უფრო მარტივი გახდება.

დაკავდით სპორტით, მედიტაციით, იოგით​

სპორტული აქტივობები, იოგა და მედიტაცია საუკეთესო გამოსავალია სტრესთან საბრძოლველად. 

ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები

სამომავლო გეგმებისა და სურვილების ჩამონათვალის ჩამოწერა ყოველთვის კარგი იდეაა. ფანტაზია იმის შესახებ, თუ როგორი იქნება თქვენი მომავალი, ნამდვილად დაგეხმარებათ ბედნიერად იგრძნოთ თავი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება