სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

​7 ფილმი, სადაც კაცობრიობა ეპიდემიას ებრძვის - როგორი ხდება ცხოვრება, როცა საშინელი ვირუსი ვრცელდება?
12-03-2020
-
+


როგორი შეიძლება გახდეს ჩვენი ყოველდღიურობა, თუკი დედამიწაზე საშინელი ეპიდემია გავრცელდება? იმედია, ეს არასდროს მოხდება და მსოფლიო კორონავირუსსაც მალე დაამარცხებს, მანამდე კი „ეტალონი“ გთავაზობთ 7 ფილმს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ებრძვის კაცობრიობა თავსდამტყდარ ვირუსს:

„ინფიცირება“

როცა ახალი სასიკვდილო ვირუსით გამოწვეული ეპიდემია სწრაფი ტემპით გავრცელებას იწყებს, მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება ცდილობს, ვაქცინა აღმოაჩინოს და შეაჩეროს პანიკა,რომელიც მთელს მსოფლიოს ვირუსზე სწრაფად მოიცავს.




„უკანასკნელი სიყვარული დედამიწაზე“ 

რესტორნის შეფმზარეულსა და ახალგაზრდა მეცნიერ ქალს ერთმანეთი მაშინ უყვარდებათ, როცა სამყაროს სასიკვდილო გამოწვევა ემუქრება: ვირუსული ეპიდემია თევზის ბაზრიდან ვრცელდება და ხალხს გრძნობებს აკარგვინებს.



„ჩემი თვალისჩინი“

ამერიკული პოსტაპოკალიპტური დრამა. ეპიდემიამ დედამიწის მოსახლეობის ნახევარი გაანადგურა, პლანეტაზე თითქმის აღარ დარჩნენ ქალები, თუ არ ჩავთვლით ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მამასთან ერთად ყველა ღონეს ხმარობს, რომ როგორმე გლობალურ ეპიდემიას გადაურჩეს.



„28 დღის შემდეგ“

სასიკვდილო ვირუსმა, რომელიც სისხლით წამის მეათედში ვრცელდება და ნებისმიერ ცოცხალ არსებას სისხლისმსმელ მონსტრად აქცევს, ბრიტანეთის ყველა მოქალაქე იმსხვერპლა. ამერიკელთა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ საფრთხე ჩავლილია და ძველი სამყაროს ხელახალი კოლონიზაციის მიზნით კუნძულზე ჩადის. აღმოჩნდება, რომ ვირუსი კვლავ ცოცხალია.




„მე ვარ ლეგენდა“

ხელოვნურმა ვირუსმა მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ამოწყვიტა. დაინფიცირებას სასწაულად გადაურჩა ცნობილი მეცნიერი, რობერტ ნევილი. მარტო დარჩენილი მეცნიერი იმ ადამიანების ძებნას იწყებს, ვინც ეპიდემიას გადაურჩა. ამასობაში დაღუპულ ადამიანთა ნეშტები ზომბებად იქცევიან.



"პანდემია" 

ტოკიოში საავადმყოფოს ექიმები ახალი სახიფათო ვირუსის პირისპირ აღმოჩნდებიან. როდესაც გააცნობიერებნ, რომ წამლის შექმნას ვერ ასწრებენ, პანიკურად ცდილობენ გამოსავლის პოვნას. პარალელურად მათი  კოლეგები და ნათესავები იღუპებიან. 



„ეპიდემია“

დაფიქსირებულია სასიკვდილო ვირუსი, რომელიც ჰაერით გადაეცემა და სწრაფი ტემპით ვრცელდება გარშემო. სემ დენიელსის დავალებაა, შეაჩეროს ეპიდემია, სანამ იგი ჯერ მხოლოდ პატარა ქალაქის ფარგლებშია გავრცელებული და გამოაცხადოს კარანტინი, რომ თეთრმა სახლმა უკიდურეს ზომებს არ მიმართოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება