სიახლეები
საინტერესო , რჩევები

8 წიგნი, რომლებიც კარანტინსა და თვითიზოლაციაში თავს ნაკლებად მარტოსულად გაგრძნობინებთ
16-03-2020
-
+


სანამ კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში ან კარანტინში ხართ, შეგიძლიათ თქვენს ჯანმრთელობასთან ერთად ინტელექტუალურ განვითარებაზეც იზრუნოთ და ის წიგნები წაიკითხოთ, რომლებიც ასეთ დროს მარტოსულობის განცდას შეგიმსუბუქებთ, რადგან ამ რომანების მთავარი პერსონაჟებიც არანაკლები გამოწვევების წინაშე დგანან და მათთან გამკლავებას ცდილობენ.

„ეტალონი“ 8 ასეთ წიგნს წარმოგიდგენთ:

„ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“

ეს ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს, ავტობიოგრაფიული რომანია. წიგნი სამი წლის მაიასა და მისი ძმის ისტორიით იწყება და აღწერს პოეტის ცხოვრებას თექვსმეტ წლამდე, როდესაც ენჯელოუ დედა ხდება. ნაწარმოები მოგვითხრობს, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი და ადგილი ავტორმა, რომელიც ერთდროულად იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების სამ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა - იყო „შავკანიანი, ღარიბი და ქალი, თანაც ულამაზო ქალი“.

უჩვეულო გულწრფელობითა და ოსტატობით დაწერილი რომანი ორი წლის განმავლობაში იყო „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერების სიის სათავეში, თუმცა რასიზმის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და სექსუალურობის თემების წინ წამოწევის გამო დღემდე შედის იმ წიგნების ხუთეულში, რომლებიც ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად იკრძალებოდა.



„ჯადოსნური მთა“

გამოჩენილი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, თომას მანის, რომანი. ითვლება, რომ „ჯადოსნურ მთას“ XX საუკუნის გერმანულ ლიტერატურაზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა.მწერალი სიკვდილის პირისპირ მდგარი ადამიანისა და მისი ახლობლების ფსიქოლოგიას იკვლევს. მთავარი გმირის მსოფლმხედველობას თავდაყირა აყენებს სიკვდილის სიახლოვე.



„ზარხუფი“

ამერიკელი პოეტისა და მწერლის, სილვია პლათის, შედევრი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და დეტალურად ასახავს ავტორის დეპრესიულ პერიოდს. რომანში ავტორი იმარჯვებს დეპრესიაზე. ზარხუფი მინის სარქველია, რომლის ქვეშაც ძირითადად დეკორატიულ მცენარეებს ათავსებენ. წიგნის ბოლოს მთხრობელი, ესთერ გრინვუდი, ამარცხებს დეპრესიას და გამოდის ამ ზარხუფიდან.



„მარტოსულობის უპირატესობანი“

იქნებ სტივენ ჩბოსკის ამ წიგნმა თვითიზოლაციისა და კარანტინის უპირატესობებზეც კი დაგაფიქროთ. რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს მარტოსულობას? რა არის კარგი იმაში, საკუთარ თავში ჩაკეტილი ებრძოდე ზღვა ემოციებს და არავინ გყავდეს, ამაზე რომ ელაპარაკო? იქნებ სწორედ ეს გაიძულებს ხელში კალმის აღებას? სწორედ ასე მოიქცა ჩარლი - 15 წლის ჩუმი და მარტოსული ბიჭი, რომელიც სრულიად უცხო ადამიანს გულახდილად მოუყვა თავისი ემოციებით, მარტოობით, ბავშვობის გაუცნობიერებელი ტკივილით სავსე ცხოვრების შესახებ. მისი შეულამაზებელი აღსარებები მკითხველს თვალწინ უშლის 90-იანი წლების ამერიკელი თინეიჯერების ცხოვრებას, აცნობს ჩარლის, პატრიკსა და სემს, ამ შესანიშნავი სამეულის ბრძოლას ცხოვრებისეულ სირთულეებთან თუ საკუთარ თავთან.



„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“

"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" ავტობიოგრაფიული რომანია. ელიზაბეტ ჯილბერტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ის იწყებს ძიებას. რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს. საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.



„თამაში ჭვავის ყანაში“

რომანში მოქმედება XX საუკუნის 40-იანი წლების ამერიკაში ვითარდება. მთავარი გმირი და ამბის მთხრობელი, ჰოლდენ კოლფილდი, 17 წლის ბიჭია, რომელიც თავის ისტორიას გვიყვება. მას შემდეგ რაც, ჰოლდენს მესამე სკოლიდან გარიცხავენ, იგი სასწავლებლიდან მშობლიურ ნიუ-იორკში ბრუნდება, მაგრამ საშობაო არდადეგების დაწყებამდე სახლში არ ბრუნდება და თავისი დანაზოგით რამდენიმე დღეს დამოუკიდებლად ატარებს.



„საბრალონი“

ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსის – პოეტის, დრამატურგის, რომანისტისა და დიდი მოაზროვნის, ვიქტორ ჰიუგოს შედევრი. ეს რომანი მოგვითხრობს კატორღელზე, რომელმაც, ყველა ხილული თუ უხილავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი რამ მოახერხა და შეძლო ადამიანობას დაბრუნებოდა და სიკეთის სამსახურში ჩამდგარიყო.



„დორიან გრეის პორტრეტი“

რომანის მთავარი გმირი - დორიან გრეი, მარადიული სილამაზის სიმბოლოა, ისეთივე უჭკნობი, როგორც ხელოვნების ნაწარმოები. დროის მსვლელობა დორიანის პორტრეტზე აღბეჭდავს კვალს, ხოლო თვით დორიანი უცვლელი და მარად ჭაბუკი რჩება. ავტორმა პარადოქსის წესით შეაბრუნა და მარადიულად აქცია ცოცხალი ადამიანი, ხოლო მისი ანარეკლი - პორტრეტი კი ისეთ ცვალებად და წარმავალ მოვლენად, როგორც თავად ცხოვრებაა.



„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“

რომანში ტაძრის ირგვლივ ვითარდება XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და სიკვდილის გარშემო ტრიალებს. წიგნში სამი მთავარი გმირია: ულამაზესი ბოშა ქალი, ესმერალდა, განათლებული, ლამაზი, მაგრამ გულცივი კლოდ ფროლო და მახინჯი, მაგრამ ლამაზი სულის ადამიანი, ტაძრის ზართამრეკავი კვაზიმოდო. ამ სამი ადამიანისა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში იკვეთება რომანის იდეა, რომელიც მკითხველში ცეცხლს ანთებს.



ამ ჩამონათვალის ბოლო ორი წიგნი, „იზრუნეს“ 9 აპრილის „წიგნიერების დღისთვის“ არდადეგების დროს წასაკითხი წიგნების სიაშიც შევიდა. ასე, რომ თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ და თან, კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში ბავშვებთან ერთად ხართ, შეგიძლიათ „იზრუნეს“ 9 აპრილის „წიგნიერების დღისთვის“ არდადეგების დროს წასაკითხი წიგნების სიასაც გაეცნოთ. ეს ნუსხა გამორჩეული პედაგოგების მიერ არის შედგენილი.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება