სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„მოგვიწევს დაფიქრება, როგორ გავაგრძელოთ არსებობა“ - კერძო სკოლების პედაგოგები, შესაძლოა, ანაზღაურების გარეშე დარჩნენ
25-03-2020
-
+


საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სწავლა შეწყდა. როგორც პრემიერმა განაცხადა, შეიძლება, სასწავლო პროცესი ვერც 21 აპრილს განახლდეს. კერძო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. თუმცა ბუნდოვანი და გაურკვეველია, მიიღებენ თუ არა მასწავლებლები ხელფასს, რადგან მათი მოსწავლეების მშობლების ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა.

იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა კერძო სკოლებში, როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება, მიიღებენ თუ არა მასწავლებლები ხელფასს და არდადაგების გამო მოსწავლეს სწავლის საფასურზე თუ აქვს შეღავათები, etaloni.ge სკოლის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

კერძო სკოლა „ნერგები“ - დირექტორი ირინე აბაშიძე:

„ჩვენთან დისტანციური სწავლებაა, არანაირი პრობლემა არ გვაქვს ამ მხრივ. რაც შეეხება მასწავლებლის ანაზღაურებას, საქართველოში არსებული სიტუაცია ჩვენზეც იმოქმედებს, მშობელი თუ ვერ გადაიხდის, თანხა არ შემოვა და ხელფასებსაც ვერ ჩავრიცხავთ“.

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - პედაგოგი მაია მაღრაძე:

„ზოგიერთი ბავშვი არის სოფელში და მათთან კომუნიკაციას ვერ ვახერხებთ, არ აქვთ ინტერნეტი და ტელეფონი. მე პირველი კლასი მყავს, გადავცემ მოსწავლეების დავალებებს, ისინი კი მიბრუნებენ გაკეთებულს, ვუხსნი მათ, როგორ ისწავლონ. ჩვენს სკოლაში გადასახადი არ არის. მიზერულ თანხას ვიღებთ სახელმწიფოსგანაც. თუ მეუფე ვერაფერს მოახერხებს, ანაზღაურება ჩვენც არ გვექნება. კერძო ტყუილად გვქვია, ჩვენ ბავშვებისგან ფულს არ ვიღებთ. აზრი არ აქვს აქ გადასახადის დაწესებას. ჩვენი ამბავი მინისტრამდეც კი მივიდა , შეგვპირდა, რომ კერძოს სტატუსი მოგვეხსნებოდა. იქნებ ვაუჩერი გაათანაბრონ საჯარო სკოლის დონეზე... საპატრიარქოს სკოლა სულ არის 7, რომელთაც ჰქვია კერძო, მაგრამ არ გვაქვს შემოსავალი. მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) გვეხმარება ძალიან, რომ თანხა მოიპოვოს".

კერძო სკოლა „ცოდნა - ნათელა მურადაშვილი“ - დირექტორი ლია კბილაშვილი:

„სანამ სამინისტრო გამოაცხადებდა, უკვე გადასული ვიყავით დისტანციურ სწავლებაზე. ჩვენთან მცირერიცხოვანი კლასებია და არ გვიჭირს, „მესენჯერს" ვიყენებთ. მშობლები მადლობლები არიან. ხელფასების მხრივ როგორ მოვიქცევით არ ვიცი, იმიტომ რომ შემოსული არაა თანხა, რომელიც მშობელმა უნდა გადაიხადოს. მასწავლებლებს აუცილებლად უნდა მივცეთ ხელფასი, ანგარიშზე კი არ გვაქვს, სახელმწიფოსგან ირიცხება ვაუჩერი და თუ ჩაგვერიცხა და მშობლების ნაწილიც ჩარიცხავს, მასწავლებლები ხელფასს მიიღებენ. ისინი ატარებენ გაკვეთილებს და ვალდებულები ვართ, ავუნაზღაუროთ. წინასწარი პროგნოზი არ მაქვს, მაგრამ ამ თვეში და მომავალ თვეში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პრობლემა არ იყოს. მშობლებიც გაგებით უდგებიან ამ ყველაფერს, არავისთვის მოგვითხოვია თანხა, თუმცა მათგან პროტესტიც არ ყოფილა. სამინისტროს მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, უამრავი მითითებაა და გვიადვილებენ მუშაოებას".

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი - საქმეთა მმართველი ნინო თურქიაშვილი:

„ჩვენთან დისტანციური სწავლება მიმდინარეობს, მაგრამ „თიმსის" პროგრამაში ვერ ვერთვებით, სხვა პროგრამებით ვასწავლით. ჩვენ საპატრიარქო გვაფინანსებს, შესაბამისად პედაგოგებსაც და დამხმარე პერსონალსაც აუნაზღაურდებათ ხელფასი. ეს ფორსმაჟორული სიტუაციაა, მასწავლებლის ბრალი არაა, გაცდენა არ აქვთ და ვერ დავაზარალებთ. ყოველი თვის ხელფასი აუნაზღაურდებათ, მიუხედავად იძულებული არდადეგებისა“.

კერძო სკოლა „ანაბასისი“ - დირექტორი ქეთევან ედიბერიძე:

„გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, ვიყენებთ „ზუმს", „ფეისბუქს" და ელექტრონულ ფოსტას. ამ კვირაში უკვე „თიმსის" დანერგვასაც ვიწყებთ. ვცდილობთ, გამოსავალი ვიპოვოთ ამ სიტუაციაში, ვაკომპლექტებთ ჯგუფებს და ვაწვდით ინფორმაციას კლასის ხელმძღვანელებს. ხელფასის მხრივ, სიტუაცია ისეთია, ცხადია პრობლემები გვექნება. საჯარო სკოლის მასწავლებლები მიიღებენ ანაზღაურებას, ჩვენი მასწავლებლები - ვერა, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულად ასწავლიან ბავშვებს. ჩვენი ფინანსური მხარე ძირითადად მშობლების შემოტანილი თანხაა. სახელმწიფო ვაუჩერის თანხა განსხვავებულია, ჩვენი მასწავლებლები დანამატებს ისედაც ვერ იღებდნენ. სტატუსის მიხედვით დანამატები კერძო სკოლის მასწავლებლებს არ აქვთ. მოგვიწევს დაფიქრება, თუ როგორ გავაგრძელოთ არსებობა“.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია - რექტორის მოადგილე მაია ონიანი:

„ჩვენ გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, მაიკროსოფტის პროგრამები ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, პედაგოგები „ზუმს" იყენებენ და სოციალურ ქსელებს, ასევე ელექტრონულ ფოსტას. ყველაფერს ვაკეთებთ ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რომ ბავშვებს საჭირო ცოდნა მივცეთ. მადლობელი ვარ პედაგოგიური გუნდისა, რომ კარგად ახერხებენ ამ ყველაფერს. გრაფიკი შევადგინეთ და ვმუშაობთ. მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არაა გაწყვეტილი კავშირი. ჩვენი სკოლა საპატრიარქოსგან ფინანსდება, სამინისტროსგან გვაქვს ვაუჩერიც. მარტის ბოლოს გვექნება ხელფასი ისევე, როგორც სხვა სკოლის პედაგოგებს. თუმცა ჩვენ გაცილებით დაბალი ანაზღაურება გვაქვს, ვიდრე საჯარო სკოლის პედაგოგებს. სამწუხაროა, რომ არც სტატუსის შესაბამისად გვეძლევა დანამატი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პედაგოგები მაღალსტატუსიანები არიან“.  


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება