სიახლეები
პიროვნება

„მჯერა, ისევ იწკრიალებს სკოლის ზარი ყველა სოფელში“
21-03-2020
-
+


Etaloni.ge ამჯერად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის ამაგდარ პედაგოგს, სულიკო ქარსელაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც წლებია მოსწავლეებს მშობლიური ენისა და ლიტერატურის სიყვარულს ასწავლის. ოჯახში რძალიც მასწავლებელია და შვილიშვილიც, თავად კი, ასაკის მიუხედავად, ძალიან კარგად ერკვევა თანამედროვე ტექნოლოგიებში. როგორც Etaloni.ge- გაუმხილა, ეს ალპანის საჯარო სკოლის დირექტორის, მაია ჩაჩხიანის დამსახურებაა, რომელმაც ბევრი რამ ასწავლა. ასე იქცა ალპანის საჯარო სკოლის დამსახურებული მასწავლებელი სულიკო ქარსელაძე საკუთარი სკოლის დირექტორის მოსწავლედ; ამბობს, რომ მოსწავლედვე რჩება და ეს სულაც არ ეთაკილება.

- ქალბატონო სულიკო, როგორ ახერხებთ არსებულ რეალობაში  თქვენი მოსწავლეების გამხნევებას?

- დაიგეგმა დისტანციური სწავლება, შევუდექით მუშაობას და მზად ვართ ყოველგვარი სასიკეთო გამოწვევისთვის; თუმცა, სულითა და გულით ველით სწავლის დაწყებას, ვემზადებით ბავშვებთან პირისპირ ურთიერთობისთვის... სხვა გზა არაა, ჩვენც ავუწყვეთ ფეხი არსებულ რეალობას, თორემ ბავშვებთან ურთიერთობას რა სჯობს; უკიდურესი საჭიროება რომ არა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა... ახლა კი მივიღეთ ეს გამოწვევა, შეძლებისდაგვარად ვუმკლავდებით და ვცდილობთ, ღირსეულად დავძლიოთ.

- თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიან ცოდნას ვაძლევთ ბავშვებს ასე?

- ხარვეზების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ სწავლას მთლად მოწყვეტას, ასე სჯობს; რა ფორმითაც გამოვნახავთ საშუალებას, იმ ფორმით ვმუშაობთ... თორემ რეგიონები კი არა, ქალაქებსაც არ აქვს ხარისხიანი ინტერნეტის ფუფუნება, ხომ ასეა?

- ქალბატონო სულიკო, წლებია საკუთარი პროფესიის ერთგული ბრძანდებით...

- უსაზღვროდ მიყვარდა ჩემი მასწავლებლები, ჩემი ტკბილი ქართული და ამიტომ გადავწყვიტე, მექართულე გავმხდარიყავი; რამდენად  მოვახერხე ჩემს მოსწავლეებში მშობლიური ენისა და ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივება, რთულია თქმა, მაგრამ ფაქტია, ბავშვები მშვენივრად სწავლობენ და თუ შეიძლება პედაგოგმა რამით დაიტრაბახოს, ესაა -  მგონი, მიზანს მივაღწიე.  მე საბჭოურ ეპოქაში დავამთავრე ლაილაშის საჯარო სკოლა, წარჩინებით დავასრულე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი და შემდეგ დავბრუნდი სკოლაში, მასწავლებლად.

- პირველი გაკვეთილი და პირველი განცდა თუ გახსოვთ?

- მახსოვს ძალიან კარგად... რით დამეწყო და რით დამემთავრებინა, ამაზე ვფიქრობდი და მაშინ, ისევ ჩემი მასწავლებლების ხატება წამიძღვა, მათი სულიერება... ახლაც ვმუშაობ იმ შემართებით, რითაც ჩემი მასწავლებლები მასწავლიდნენ.

- როგორ ახერხებთ მოსწავლეებს შეაყვაროთ ქართული ენა და ლიტერატურა?

- რთულია სწავლა, სახელმძღვანელოებიც ასეა შექმნილი, თუმცა მაინც ვახერხებ, მოსაწყენი კი არ იყოს, პირიქით, ბავშვებმა შეიტკბონ მშობლიური ენა... იმ მიმართულებით ვასწავლი ქართულის წესებსა და კანონებს, რაც აუცილებელია ყოველი ქართველისთვის.

- რომელი მწერლის შეგონებით ზრდით საკუთარ მოსწავლეებს, ქალბატონო სულიკო?

- ილია, აკაკი ჩემი მასწავლებლები არიან, ვაჟა-ფშაველა... არ ვიცი, რომელ ერთს ვუთხრა - შენ მემეტები-თქო?!

- როგორ ფიქრობთ, რაზე უნდა იყოს აგებული მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა?

- მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობაში უმთავრესია პატივისცემა  და ნდობა, ურთიერთგაგება... მე ვითვალისწინებ მათ სურვილებს, საჭიროებებს, ინტერესებს და მათგანაც იგივეს ველი... ალპანის საჯარო სკოლაში ცოტა ბავშვია და ეს კიდევ ერთი მიზეზია, ურთიერთობები იყოს მოწესრიგებული. აქ უკვე რეპეტიტორების დონეზე ვმუშაობთ, ყველა ბავშვთან გვაქვს ყოველწამიერი ურთიერთობა და ვერც ერთი მათგანი, ვერანაირად აიცილებს პასუხისმგებლობას.

- სიმკაცრის გამოჩენა აღარ ხდება საჭირო, ქალბატონო სულიკო?

- მოზომილი ყველაფერი საჭიროა და ხანდახან - აუცილებელიც, მაგრამ სიმკაცრე, როგორც ასეთი, ჩემგან არასოდეს მოდის; არც მე მყოლია მკაცრი მასწავლებლები... მოთხოვნა სხვაა, ობიექტურობა - სხვა. თუ ბავშვს ეშინია, ვერაფერს მიაღწევ, ხოლო თუ მოგენდობა, ყველაფერს გააკეთებს ზედმეტი სიმკაცრის გარეშეც.

- ალპანა მაღალმთიანი სოფელია, დღეს კი მთას უჭირს, ხომ ასეა?

- მოსახლეობის მიგრაცია ერთ-ერთი გამოწვევაა, თუმცა შეუძლებელია, არ აღვნიშნო ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა, მოსახლეობას ყოფა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს. ჩვენი რესურსცენტრის თანადგომას კი მუდმივად ვგრძნობთ პედაგოგებიცა და მოსწავლეებიც. მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ, ცდილობენ, არაფერი გამორჩეთ და ეს ძალიან სასიამოვნოა. ვიცით - ჩვენ შეგვიძლია მათი იმედი გვქონდეს. ალბათ სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დიდ ქალაქში ცხოვრება არასოდეს მიფიქრია და დარწმუნებული ვარ, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, მთიელი აუცილებლად დაუბრუნდება მთას. მჯერა, ისევ იწკრიალებს სკოლის ზარი ყველა სოფელში და მოსწავლეების ჟრიამული გააყრუებს ყველა სასწავლო დაწესებულების კედლებს.

 


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

„სპეციალური მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“...

კანონში ცვლილებები მანდატურის სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეებს ეხება - დეტალები

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

მასწავლებელს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების, დირექტორს კი სკოლიდან დათხოვნის უფლება აქვს - დოკუმენტი

მუნიციპალიტეტი, რომლის სკოლებშიც მუნის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, დიდი სიყვარულით და მონდომებით წარმოადგინეს საინტერესო პროგრამა
 

სასკოლო საზპგადოების წინაშე მათ საქართველოს თითოეული კუთხე, მათი უნიკალური კულტურით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი წარადგინეს

პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით შეაბიჯეს

საინტერესო

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

სიახლეები
საზოგადოება