სიახლეები
სიახლეები, რჩევები

რატომ უნდა იზრუნოს izrune.ge-მ თქვენს განათლებაზე - მოკლედ, ყველაფერი ტესტირების ინოვაციური პორტალის შესახებ
19-03-2020
-
+


უკვე მეოთხე წელია, რაც საქართველოში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი - izrune.ge ფუნქციონირებს. რას გულისხმობს ეს პროექტი და რატომ უნდა ანდოთ მას თქვენი და თქვენი შვილების განათლებაზე ზრუნვა, წაიკითხეთ მოკლედ და დეტალურად ყველა კითხვა-პასუხი, რომელიც გაინტერესებთ:

რა არის izrune.ge?

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. აქ მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი კლასის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი უნიკალური ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იზრუნე“ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობს მოსწავლეების მოტივირებას და მათ თამაშ-თამაშით სთავაზობს საკუთარი ცოდნის შემოწმებას. საიტზე მოსწავლეებს შეუძლიათ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

რა არის „იზრუნეს“ მთავარი მიზანი?

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ოჯახის და სკოლის ჩართულობის გაზრდა შვილების აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ, თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლებაში. Izrune.ge აერთიანებს და ქმნის სამკუთხედს ოჯახს, ბავშვსა და სკოლას შორის.

როგორ ხდება ტესტირება და როგორია ტესტების სტრუქტურა?

თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, ხოლო თითოეული კითხვა 4 სავარაუდო პასუხისგან. მოსწავლეს შეუძლია, აირჩიოს დროის საკუთარი სტრატეგია - სრული ან დაყოფილი დრო. თითოეული ტესტი უნიკალურია და არ მეორდება. კითხვები შედგენილია ყველა კლასის ყველა სასკოლო საგანში, უცხო ენების გარდა. ტესტების შეფასება ხდება ყოველი კითხვის შემდეგ. ყოველ კითხვაზე სწორი პასუხის დაფიქსირება ფასდება 5 ქულით, არასწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე 0 ქულას იღებს, ხოლო თავის შეკავების, ანუ კითხვის გამოტოვების შემთხვევაში, მას 2 ქულა ემატება.

ვინ ადგენს ტესტებს?

კითხვები შედგენილია საქართველოს 100 მაღალკვალიფიციური და საუკეთესო პედაგოგის მიერ. საიტზე გამოქვეყნებამდე ტესტები შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ხელმისაწვდომი.

პორტალზე დარეგისტრირება ყველა მოსწავლეს შეუძლია?

დიახ, 1-ელიდან მე-12 კლასის ჩათვლით ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია საიტზე დარეგისტრირდეს. 

როგორ ხდება საიტზე რეგისტრაცია?

ვებ-პორტალზე რეგისტრირდება მოსწავლის მშობელი (მეურვე) და თავად არეგისტრირებს შვილ(ებ)ს/(მოსწავლე(ებ)ს). რეგისტრაციის პროცესის ხელშესაწყობად პორტალს აქვს მოქმედი ქოლ-ცენტრი კონსულტაციის მიზნით (ცხელი ხაზის სპეციალური სატელეფონო ცენტრი ოპერატორებით: 0322 110 122).

რა არის საჭირო რეგისტრაციისთვის?

მოსწავლის შემთხვევაში საჭიროა, შეავსოთ შემდეგი ველები:

  • სახელი და გვარი
  • დაბადების თარიღი
  • პირადი ნომერი
  • ტელეფონი, ელ.ფოსტა
  • ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სოფელი
  • სკოლა
  • კლასი

სკოლის შემთხვევაში:

  • სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი
  • მისამართი
  • დირექტორის სახელი და გვარი
  • დირექტორის პირადი ნომერი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელექტრონული ფოსტა
  • მოსწავლეების საერთო რაოდენობა
  • სწავლების საფეხური
  • სექტორი

როგორ ხდება „იზრუნეში“ ჩართული კლასების კლასიფიკაცია

მეგობრული კლასი - სასტარტო წამახალისებელი ტიტული ენიჭება კლასს, როდესაც izrune.ge-ში კლასის მოსწავლეთა სრული რაოდენობის 90-100% ჩართულია.

სუპერ კლასი - მეგობრულ კლასს ენიჭება სუპერ კლასის ტიტული, როდესაც „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის - 77 ქულა ან მეტი;

მომავლის კლასი - მეგობრულ კლასს ენიჭება მომავლის კლასის ტიტული, როდესაც სასწავლო წლის 10 თვიდან 6-ჯერ ან მეტჯერ გახდა თვის სუპერ კლასი

რამდენი ტიპის ტესტი არსებობს?

ორი - სავარჯიშო/თემატური და შემაჯამებელი. 

სავარჯიშო ტესტების გავლა დარეგისტრირებულ მოსწავლეს  შეუძლია ყოველკვირეულად ონლაინ, ყოველ ხუთშაბათს, მისთვის სასურველ და მოსახერხებელ დროს (24 საათის განმავლობაში) რეგისტრაციის სახელით და პაროლით. ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი წიგნიერების დღეა, ყოველი მეოთხე ხუშაბათი კი მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ტესტებს ეძღვნება.

შემაჯამებელი ტესტი - თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, პორტალზე მოსწავლეს მისთვის სასურველ და მოსახერხებელ დროს (24 საათის განმავლობაში) ონლაინ შეუძლია გაიაროს დასკვნითი (შემაჯამებელი) ტესტი მშობლის/მეურვის ჩართულობით. მშობლის ჩართულობის კომპონენტის უზრუნველსაყოფად, დასკვნითი (შემაჯამებელი) ტესტის გასავლელად რეგისტრაციის სახელთან და პაროლთან ერთად ტესტის დაწყებამდე პორტალზე არის შესაყვანი დამატებითი ინფორმაცია (სატელეფონო ოთხნიშნა კოდი), რომელიც  ხელმისაწვდომია მხოლოდ მშობლისთვის (მეურვისთვის).  კოდი ტესტირების წინა დღეებში სმს-ის სახით მიეწოდება მშობელს (მეურვეს) იმ მობილურ ტელეფონზე, რომელიც მან მიუთითა რეგისტრაციის დროს. შემაჯამებელი ტესტი აქტიურია ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“

რა არის „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“?

შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს მშობელი მიუჯდება შვილს გვერდით და თვალს მიადევნებს მისი განვითარების და განათლების დონეს.

როგორ ხდება მოსწავლის შეფასება

დასკვნითი (შემაჯამებელი) ონლაინ ტესტის დასრულების შემდეგ, დაგროვებული ქულების მიხედვით, ხდება მაღალქულიანი მოსწავლეების წახალისება - მათთვის გენერირდება სამი სახის დიპლომი - ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს - ტესტის შედეგად დაგროვილი ქულების შესაბამისად. დიპლომზე მითითებულია მოსწავლის გვარი, სახელი, სკოლა, კლასი. მოსწავლეს შეუძლია აღნიშნული დიპლომი სურვილის შემთხვევაში კომპიუტერში გადაწეროს, ამობეჭდოს, შეინახოს ან/და გააზიაროს სოციალურ ქსელში.



izrune.ge-ს ცხელი ხაზი: 0322 110 122

https://www.facebook.com/izrune.ge/


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება