სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

შეცდომა, რომელსაც აბიტურიენტები ყოველ წელს უშვებენ - უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელის რჩევები
12-03-2020
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე აბიტურიენტებს ტესტის წერისას გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს აცნობს და ყურადღების გამახვილებას ურჩევს ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათ წერისას დაეხმარებათ.

რა სიახლე ელით აბიტურიენტებს და გართულდა თუ არა 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხოური ენის ტესტები? - ამ კითხვებზე უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი ასე პასუხობს: 

„ტესტი უცხოურ ენებში წელს ისეთივე სირთულის იქნება როგორც ეს ბოლო წლებში იყო. არ იქნება არც უფრო გართულებული და არც გამარტივებული. გასული წლებისგან განსხვავებით წელს მცირე სიახლეა მეორე დავალების შინაარსი. მეორე დავალება წაკითხული ტექსტის შინაარსის მაგივრად, რომელიც იყო სწორია/არასწორია შეიცვალა მოსმენის დავალებით. იქნება მთლიანი მოსასმენი ტექსტი, რომელიც 3-4 წუთის განმავლობაში გაგრძელდება და აბიტურიენტებმა მოსმენილი ტექსტის მიხედვით უნდა გასცენ პასუხები არსებულ კითხვებს“.

რუსუდან ტყემალაძე აბიტურიენტებს შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს. მისი რჩევაა აპლიკანტები ყურადღებით გაეცნონ წინა წლის ნიმუშებს და ცენტრის მიერ გაცემული ყველა რჩევა საგულდაგულოდ გაითვალისწინონ.

„პირველი რეკომენდაცია არის ის, რომ კარგად გაეცნოთ წინა წლების ნიმუშებს. შესაძლოა იყოს მცირედი ცვლილება სტრუქტურაში, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა ვინაიდან თქვენ დაინახავთ როგორი სირთულის არის ჩვენი ტექსტი, რა მოთხოვნებია თითოეული დავალებისთვის. პირობის წინასწარ კარგად ცოდნა არის სრულიად აუცილებელი, რადგან თქვენ ამაზე არ უნდა დახარჯოთ დიდი დრო.

ტესტის მაქსიმალური ქულა ისევ 80-ია, გამოცდის ხანგრძლივობა არის 2 საათი და 30 წუთი და ამ დროში შედის პასუხების გადატანა პასუხების ფურცელზე. პასუხების სწორად გადატანა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი გამსწორებლები მხოლოდ და მხოლოდ პასუხების ფურცელს ასწორებენ და თქვენი არგუმენტაცია, რომ სწორად მეწერა და არასწორად გადავიტანე არ გაჭრის.

ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომელსაც მრავალი წელია ვიძახით, თუმცა ყოველ წელს არის მსგავსი ტიპის შეცდომა. ნურსად მიუთითებთ რამე სახის სახელსა და გვარს, თუნდაც უცხოურს, განსაკუთრებით წერით ნაწილში. სახელისა და გვარის დაწერა ჩაითვლება, როგორც გარკვეული სახის მითითება გამსწორებლისთვის და ჩვენი რეგულაციების მიხედვით ესეთი დავალება და არა მთლიანად ტესტი არ სწორდება და პირდაპირ ფასდება ნული ქულით“ - აღნიშნა ტყემალაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება