| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რომ 3-წლიანი ბაკალავრიატის პირობებში, პროგრამებს რეაკრედიტაცია არ დაჭირდებათ.
გაბისონიას თქმით, არჩევითი საგნების რაღაც კომპონენტები შემცირდება და მაინორ საგნების ხარჯზე მოხდება დადარება.
„3 წელთან დაკავშირებით გეტყვით, რისგან შედგება ეს სამი წელი და რატომ არ იქნება რეაკრედიტაცია საჭირო. დღეს არსებული მოდელის მიხედვით, ოთხ წელში შედის ძირითადი საგნები, მაგალითად სამართალში, შედის არჩევითი საგნები, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მაინორის საგნები. მაინორის საგნების და არჩევითი საგნების ნაწილის ხარჯზე, იცით, რომ არჩევითი საგნები არის უფრო მეტი რაოდენობით და სავალდებულო არ არის ყველა საგნის გავლა, მხოლოდ ძირითადის გავლაა სავალდებულო. არჩევითი საგნების რაღაც კომპონენტები შემცირდება და მაინორ საგნების ხარჯზე მოხდება დადარება, ამიტომ არ დასჭირდება პროგრამას რეაკრედიტაცია.
ფაკულტეტები და მისაღები ადგილების რაოდენობა უმაღლესების მიხედვით - სრული ჩამონათვალი ცნობილია
იმ შემთხვევაში თუ პროგრამას მოუწევს ძირითად საგნებში ჩარევა, პროგრამას ნამდვილად დასჭირდება რეაკრედიტაცია. ამიტომ, გარწმუნებთ, სამი წელი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხი მიიღოს". - თქვა გაბისონიამ.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, ბაკალავრიატი 3-წლიანი გახდა, ხოლო მაგისტრატურა - 1-წლიანი, ცვლილება შეეხო ყველა პროგრამას „გამონაკლისი სპეციალობების გარდა“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას