| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შატილში სკოლა-პანსიონის აღსაგენად მთის ფონდიდან 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა.
მისივე თქმით, დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე გამოაქვს.
„მოგეხსენებათ, რომ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში აღვადგენთ ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, უახლოეს პერიოდში დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. ინფრასქტრუქტურის სამინისტროს გამოაქვს სხდომაზე საკითხი, რომ მთის ფონდიდან გამოიყოს 1.5 მილიონი ლარი, იმისთვის რომ უახლოეს პერიოდში, ერთი სეზონის ფარგლებში ბავშვებს აღვუდგინოთ სკოლა-პანსიონი. რა თქმა უნდა, ეს დაპირება შესრულდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა