TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლმა წლის საუკეთესო პედაგოგები დაასახელა
04-03-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2019 წლის საუკეთესო ქიმიის, მუსიკის, სპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და სპეციალური მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა.

კანდიდატებს ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა, რომლის წევრებიც თითოეული კონკურსანტის გაკვეთილებს დაესწრნენ და მასწავლებლების პორტფოლიო შეისწავლეს.

გამარჯვებულებმა ცენტრისგან სიგელი, ტიხრული მინანქრის სპეციალური გულსაბნევი, პროფესიული ლიტერატურა და 400 ლარი მიიღეს. მათ სპონსორის მიერ დაწესებული პრიზებიც გადაეცათ.

საუკეთესო სპეციალური მასწავლებელი ირინე ფიროსმანაშვილი გახდა, რომელსაც ასოციაცია MacGeorgia-მ 2000 ლარი გადასცა, ორგანიზაციამ დანარჩენი ორი ფინალისტიც 500-500 ლარით დააჯილდოვა. ირინე ფიროსმანაშვილს ორგანიზაცია “save the children”-მ პლანშეტი გადასცა.

საუკეთესო ქიმიის მასწავლებელი თინათინ ბუთხუზი გახდა, რომელსაც სამკერდე ნიშანი, სიგელი, 400 ლარიანი ფულადი ჯილდო და პლანშეტი გადაეცა;

საუკეთესო ხელოვნების მასწავლებელი  - გვანცა აქიმიძე- (მიიღო სამკერდე ნიშანი, სიგელი და 400 ლარიანი ფულადი ჯილდო);

საუკეთესო ისტ-ის მასწავლებელი ტოლია კილასონია გახდა, რომელიც „ლიბერთი ბანკმა“ დამატებით 200 ლარით დაასაჩუქრა.

„ლიბერთი ბანკმა“ დანარჩენ ორ ფინალისტებსაც ფულადი თანხა, 200 ლარი გადასცა.

საუკეთესო სპორტის მასწავლებელი ზურაბ ჯუშოშვილი გახდა, რომელმაც დაწესებულ პრიზებთან ერთად, პლანშეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის ხელმძღვანელისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღო.

საუკეთესო მუსიკის მასწავლებელი ნინო ქარდავა-პაქსაშვილია. მას კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ, კომპოზიტორებმა და ფოლკლორის ცენტრმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს საუკეთესო მასწავლებელი ყველა საგანში გამოავლინა. ასევე დასახელდა „წლის საუკეთესო დირექტორიც“. 2019 წელს სპეციალური ჯილდო დაწესდა იმ დამსახურებული მასწავლებლებისათვის, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება