სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ ვასწავლოთ და ვისწავლოთ კარანტინის დროს - 4 დისტანციური მეთოდი
04-03-2020
-
+


მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ონლაინ სწავლება დაიწყო და გასული დისტანციური სემესტრის შემდეგ, ვირუსის აღმავალი სტატისტიკის გამო, სკოლების უმრავლესობა ახალაც ამ ფორმატში აგრძელებს სწავლას. 

„ეტალონი“ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ უნდა ისწავლოთ კარანტინის დროს და გააგრძელოთ საგანმანათლებლო საქმიანობა დისტანციურად:

შექმენით საკუთარი ვიდეოგაკვეთილები

ჩაიწერეთ თქვენ მიერ ახსნილი გაკვეთილი ვიდეოკამერით, შემდეგ კი ის ინტერნეტში გაავრცელეთ. დისტანციური სწავლების დროს მთავარია კლასთან უკუკავშირი შეინარჩუნოთ. არ უნდა დაგავიწყდეთ, მოსწავლეების ნამუშევრები შეაფასოთ და მათზე კომენტარები გააკეთოთ.



გამოიყენეთ საგანმანათლებლო პორტალები

კარანტინის დროს თქვენ კლასისთვის ახალი თემის ახსნაც შეგიძლიათ. ამისთვის გამოიყენეთ საგანმანათლებლო პორტალები, რომელზეც გაკვეთილების ვიდეოჩანაწერებია განთავსებული. გარდა ამისა, ონლაინ უამრავი ტესტია ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ მოსწავლეებს მათი შესრულება დაავალოთ. 



კომუნიკაცია ვიდეოზარის საშუალებით

ასე თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ახსნათ ახალი თემა და გააკონტროლოთ, როგორ შეასრულებენ მოსწავლეები დავალებას. მაგალითად, შექმენით ანგარიში და მოაწყვეთ Skype შეხვედრები მოსწავლეებთან. ამისთვის თქვენ მხოლოდ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები დაგჭირდებათ.



შეგიძლიათ გახსნათ ელექტრონული ჟურნალი

ელექტრონული ჟურნალი მხოლოდ შეფასებებისთვის არ არის. მასში შეგიძლიათ შექმნათ ინდივიდუალური დავალებები, დაურთოთ ფაილები, გამოიყენოთ სხვადასხვა ბმულები და გაავრცელოთ საფოსტო გზავნილები მთელ კლასთან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება