სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერიის საჯარო სკოლაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
02-03-2020
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლაში საგარეო საქმეთა სამინისტროს „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ინიციატივითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას, მსმენელებმა საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობების და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრის დაწყებამდე, საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში, ირმა გაბინაშვილმა, გასულ წელს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოცხადებულ ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის, იამზე ნატარიძის, ნაშრომზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2020 წლის აქტივობების სტარტს, აჭარის ბიურო სიმბოლურად, სწორედ გამარჯვებული მოსწავლის მშობლიური სკოლიდან აიღებს, მით უფრო, რომ ფერიის სკოლა, რეგიონში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მაგალითებით და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სეგმენტით გამოირჩევა. შეხვედრის დასასრულს, ირმა გაბინაშვილმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა და თითოეულ მათგანს საინფორმაციო სახის მასალები გადასცა.

ფერიის საჯარო სკოლის დირექტორმა, ლეილა დუმბაძემ შემეცნებითი ღონისძიებების და მსგავსი ტიპის შეხვედრების სისტემატურად ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ახალგაზრდები ევროკავშირთან დაახლოების შედეგად გახსნილ შესაძლებლობებებზე, კერძოდ, პროგრამა ERASMUS+ მოთხოვნებით და კრიტერიუმებით დაინტერესდნენ, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხით - თუ რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში და ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაცია რამდენად ხელმისაწვდომია.

მისივე თქმით, საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მათგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას დასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აგრეთვე იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი- სოციალური ქსელებით ვრცელდება. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სიკეთეებს, აგრეთვე, ამ პროცესში გამოვლენილ დარღვევებს და მათ პრევენციას.

შეხვედრა „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება