| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოროლისთავის საჯარო სკოლის მათემატიკის, სამოქალაქო განათლებისა და ეკოკლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და პროექტებში.
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, სკოლის ეზოში, სადაც არის ისტორიული კაკლის ხე, მოაწყონ ირაკლი აბაშიძის სკვერი (კაკლის ხე დარგულია ქართველი პოეტის - ირაკლი აბაშიძის მიერ, რომელიც 1980 წელს სტუმრად იმყოფებოდა იმ დროისათვის ჰაიდარ აბაშიძის სახელობის საშუალო სკოლაში).
მოსწავლეებმა მათემატიკის მასწავლებელ ინეზა ფაღავასთან ერთად მოამზადეს სკვერის გეგმა-პროექტი, შექმნეს სკვერის მაკეტი. მათ დახმარებისათვის თხოვნით მიმართეს ხელვაჩაურის საკრებულოს. მერის მოადგილემ, არჩილ ბარამიძემ მოსწავლეებს დახმარება აღუთქვა.
მერია სკვერის მოსაწყობად სკოლას სამშენებლო მასალებს გადასცემს, სამუშაოებს კი თავად მოსწავლეები განახორციელებენ.
იხილეთ ფოტო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
განაცხადის ვადები, კვალიფიკაცია და სხვა დეტალები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა