სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლა არ შეწყდება - ბაღებსა და სკოლებში დისკრიმინაციული ფაქტები გამოვლინდა
28-02-2020
-
+


საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის შეწყვეტას საჭიროდ არ თვლის. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სკოლებსა და ბაღებში, სადაც ის მოსწავლეები სწავლობენ, რომლებთა ოჯახის წევრებიც იტალიაში ან სხვა ქვეყანაში მოგზაურობდნენ, დისკრიმინაციული ფაქტები გამოვლინდა.

„ჯერჯერობით არ ვიძლევით რეკომენდაციას საბავშვო ბაღებში ან სკოლებში სააღმზრდელო ან სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რეკომენდაციას ვიძლევით მხოლოდ, რომ მაქსიმალურად გავაინტენსიუროთ საზოგადოებრივი ჰიგიენის საკითხები სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში.

მინდა უხერხულ საკითხს შევეხო. მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ ფაქტებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ეს დაუშვებელია მიდგომა, რომ გვქონდეს სტიგმატიზირებული დისკრიმინაციული მიდგომა, ვისაც აქვს ისტორია იტალიაში, სინგაპურში, კორეაში თუ სხვაგან მოგზაურობისა“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება