სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, 92 წლის აპალონ ჭანტურიას, მოსწავლეებმა იუბილე მიულოცეს
28-02-2020
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის, ილია ქვარცხავას სახელობის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის, მასწავლებლებისა და ეკოკლუბ „ეკომანის“ ინიციატივით სკოლის ყოფილ დირექტორს, 92 წლის აპალონ ჭანტურიას, იუბილე მიულოცეს.

„საქართველოს ლეგენდარულმა მწერალმა, ნოდარ დუმბაძემ, ასეთი სიტყვები დაგვიტოვა: „ადამიანს ცხოვრების მანძილზე ავტობიოგრაფია და შუბლი უნდა ჰქონდეს“. ბატონ აპალონ ჭანტურიამ 1953 წელს წარჩინებით დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის ისტორიის ფაკულტეტი. დამთავრებისთანავე დაინიშნა ჩვენი სკოლის მასწავლებლად, შემდეგ სასწავლო ნაწილის გამგედ, შემდეგ კი სკოლის დირექტორად. ის გახლავთ სულით მდიდარი ადამიანი, წარმატებული, დაფასებული.

ბატონ აპალონ ჭანტურიას ვესტუმრეთ სახლში, რამაც ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ ,,თქვენმა მოულოდნელმა სტუმრობამ წარსულში მუშაობა შემახსენა, სიცოცხლე გამიხანგრძლივა. ახლა მინდა მოვეფერო მოსწავლე ახალგაზრდობას და მივმართო შემდეგი სიტყვებით: წარმატების მიღწევა შესაძლებელია ცოდნის, სწავლისა და შრომის შედეგად. ცოდნას წიგნი იძლევა და არა კომპიუტერი".

ბოლოს დასძინა: ,,ერთ-ერთმა ბერძენმა ფილოსოფოსმა თქვა, კარგი ექიმი ავადმყოფს ენით უმკურნალებსო, თქვენმა მზრუნველმა მოლოცვამ ენით მკურნალობა გამიწია. გულითადი მადლობა სკოლის დირექტორს, მოსწავლეებს, პედაგოგებს, ახლო ნათესავებს მოლოცვისთვის. გისურვებთ წარმატებებს და ნაყოფიერ მუშაობას საზოგადოებრივ საქმიანობაში ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება