| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის N12 საჯარო სკოლაში, VIგ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, კულინარიული კონკურსი„მასტერშეფი“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას. მათ ჯანსაღი პროდუქტებისგან შემდგარი კერძი 30 წუთში უნდა მოემზადებინათ. მოსწავლეების მიერ მომზადებულ კერძს აგემოვნებდა და აფასებდა კომპეტენტური ჟიური.
ჟიურის შეფასების საფუძველზე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში: „ყველაზე ჯანსაღი“; „ყველაზე ორიგინალური“; „საუკეთესო დიზაინი“; „ყველაზე გემრიელი“ და „ჟიურის სიმპატია“.
კულინარიულ შეჯიბრს პედაგოგი ალა სანამიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
განაცხადის ვადები, კვალიფიკაცია და სხვა დეტალები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა