სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კორონავირუსი და მისი პრევენციის გზები“ - გულგულის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელმა საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
28-02-2020
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელმა, ლია მოსიაშვილმა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციული და საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო - „კორონავირუსი და მისი პრევენციის გზები“.

აქტუალურ საკითხზე მოსწავლეებმა იმსჯელეს და გააცნობიერეს, თუ როგორი აგებულების არის კორონავირუსი და როგორ ვრცელდება? ასევე შეადარეს კორონავირუსი ჩვეულებრივ გრიპის ვირუსთან; გააანალიზეს, რატომ შეიძლებოდა გავრცელებულიყო ვირუსი ცხოველთა საბითუმო ბაზრიდან. მოსწავლეებმა მიიღეს რჩევები, როგორ შეიძლება თავი დაიცვას ადამიანმა ჩვეულებრივი გრიპისგან და კორონავირუსისგან?; მოსწავლეებმა დაიცვეს მოსაზრება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის იზოლაცია და საძღვრების დაცვა; ასევე იმსჯელესმოსაზრებაზე, რადგან კორონავირუსი ადამიანზე ღამურებიდან და გველებიდან გადადის, აუცილებელია თუ არა მათი მასობრივად დახოცვა?

„გაკვეთილი წარიმართა კუბის მეთოდის გამოყენებით, რომელმაც ხელი შეუწყო ბლუმის ტაქსონომის მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლას.

გაკვეთილზე წარმოდგენილი საკითხი იყო მნიშვნელოვანი რადგან მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, რატომ ეწოდა კორონავირუსი, როგორ ვრცელდება, რა პრევენციის ზომები შეიძლება იქნას მიღებული და რჩევები მოსახლეობას, რომ მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, სისუფთავის დაცვა, პირბადის გამოყენების კულტურა, ასევე მნიშვნელოვანია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ძლიერი იმუნიტეტი და „არა პანიკა“.

გვეშინოდეს, ოღონდ ვიმოქმედოთ, მთავარია ძალიან არ შეგვეშინდეს და შიშს თავიც არ გადავაყოლოთ?“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება