| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში სეზონური გრიპების პრევენციისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს, დირექციის ინიციატივით, სოფლის ექიმი მარინა სიფრაშვილი შეხვდა და სეზონური გრიპების, ახალი „კორონა“ ვირუსისა და პირადი ჰიგიენის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.
ექიმმა ვრცლად ისაუბრა პრევენციულ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელი დაიცვას თითოეულმა ადამიანმა ვირუსებისაგან თავის დაცვის მიზნით, ყურადღება გაამახვილა პირადი ჰიგიენის დაცვაზე და მოსწავლეებს მოუწოდა, რომ გრიპის ვირუსის ნებისმიერი გამოვლინების დროს სასწრაფოდ მიმართონ სოფლის ამბულატორიას, სადაც მათ გაუწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას და პირველად დახმარებას.
ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში სისტამატიურად ხორციელდება სანიტარული ღონისძიებები, სკოლა სუფთავდება სველი წესით, მუდმივად ნიავდება საკლასო ოთახები, ასევე მოწესრიგებულია სველი წერტილები.
ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში სწავლებისათვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი და საგაკვეთილო პროცესის სტაბილურად მიმდინარეობას საფრთხე არ ემუქრება.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
განაცხადის ვადები, კვალიფიკაცია და სხვა დეტალები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა