| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N141 საჯარო სკოლაში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა „ოკუპაციის კვირის“ ფარგლებში მოაწყვეს გამოფენა-პერფორმანსი სახელწოდებით - „ეს უნდა ვიცოდეთ! ეს უნდა გვახსოვდეს!“
უფროსკლასელებმა უმცროს თანასკოლელელბს მიაწოდეს მოკლე ინფორმაცია, თუ როგორ შემოიჭრა წითელი არმია საქართველოში „აჯანყებული მშრომელების“ მხარდაჭერის საბაბით 1921 წლის 15 თებერვალს, ხოლო 25 თებერვალს, მძიმე ბრძოლების შემდეგ, კი თბილისი აიღო.
ასევე სკოლის ბიბლიოთეკაში, „ოკუპაციის კვირის“ ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ლატვიელი რეჟისორის, ედვინ შნორის დოკუმენტურ ფილმს „საბჭოეთის ისტორია“. ფილმმა მოზარდების დიდი ინტერესი გამოიწვია, ჩვენების შემდეგ ფილმის განხილვა გაიმართა.
ღონისძიების ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი დალი გურგენაშვილი იყო.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა