სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ამანათით ჩამოვა, ნიღაბი და საზღვრების ჩაკეტვა შეაჩერებს?! - ხელოვნურად შექმნილი12 მითი კორონავირუსზე
28-02-2020
-
+


საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 შემთხვევა უკვე პანიკის საფუძველი გახდა, პარალელურად,  მედიკოსები მსოფლიო საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. რამდენად შევძლებთ ამ „მითითების“ შესრულებას, ცალკე მსჯელობის თემაა, ამ ეტაპზე კი Etaloni.ge იმ რამდენიმე მითზე გაამახვილებს მკითხველის ყურადღებას, რომელიც კორონასთან ერთად გაჩნდა.

კორონავირუსი სასიკვდილო განაჩენია - საქმე ისაა, რომ სტატისტიკურად, ფატალური შემთხვევა დაავადების მხოლოდ 2 პროცენტში დაფიქსირდა, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი კი 98 პროცენტია.

კორონათი მხოლოდ ჩინელები ავადდებიან - მართალია, ვირუსის აფეთქება ჩინეთში მოხდა, მაგრამ უკვე არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა. აქედან დასკვა - ინფექციურ დაავადებებს არ აქვს საზღვარები.

კორონა ყველაზე საშიში ვირუსია - როგორც ჩანს, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ებოლა და ამ დაავადებით გამოწვეული სავალალო შედეგები დაავიწყდა. არცთუ შორეულ წარსულში, ებოლას ვირუსით სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ნიღაბი დაგვიცავს ვირუსისგან - ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს და უდავოა, რომ ნიღაბი დაცულობის შეგრძნებას ქმნის, მაგრამ ადამიანებმა არ იციან, რა ტიპის ნიღაბი უნდა გამოიყენეონ, ნიღაბი ორი ტიპისაა - 1 - ჩვეულებრივი ანუ ქირურგიული, რომლითაც მოსახელობის უმეტესობასარგებლობს და მეორე ტიპი, რომელსაც იყენებენ ის მედიკოსები, ვინც სახლის პირობებში უვლის ავადმყოფს. ესაა ნიღაბი -  N95, რესპირატორი, რომელიც ჰაერში ნაწილაკებს ფილტრავს. ასე რომ ვირუსისგან თავდაცვის საშუალებად ექიმები მაინც ხელის დაბანას მიიჩნევენ.

კორონავირუსი ამანათით ჩამოვა - იმის გათვალისწინებით, რამდენი დრო სჭირდება ჩინეთიდან ამანათის ჩამოსვლას, ექიმები ამ მოსაზრებას სერიოზულად არც აღიქვამენ.

საზღვრების ჩაკეტვა შეაჩერებს ვირუსს - ამ ტიპის რესპირატორული ვირუსი არ სცნობს საზღვრებს; საზღვრების ჩაკეტვის ისტორიული მეთოდი ამ შემთვევაში არ ამართლებს და პირიქით მეტ ქაოსს იწვევს.

კორონავირუსი ხელოვნურად შექმნეს - ეს ფანტასტიკის სფეროა; ინფექციური დაავადებები შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული - ბუნებრივით, კლიმატის ცვლილებით, ეკოლოგიით, ადამიანური ქცევით.

ანტიბიოტიკი გვიშველის - ვირუსები და ბაქტერიები ინფექციის სხვადასხვა ტიპია; ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ, ხოლო ვირუსთან საბრძოლველად არსებობს ანტივირუსული მედიკამენტები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება