| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს.
მოსწავლეებმა 99 წლის წინანდელი საბჭოთა ოკუპაციის დღეებზე პრეზენტაცია წარმოადგინეს.
„მოსწავლეებმა სლაიდ-შოუს, ვიდეო-დოკუმენტური კადრების, წერილებით, ლექსებითა და სიმღერებით პატივი მიაგეს თავისუფლებისათვის მებრძოლ იუნკერებს, მათ შორის ქართველი ჟანა-დარკის მარო მაყაშვილის ხსოვნას.
დამსწრე საზოგადოებამ კარგად გაიაზრა 23-25 თებერვლის „საოკუპაციო“ დღეების მნიშვნელობა, რომელიც დღესაც მეტად მტკივნეული და აქტუალურია. ყველამ ერთხმად უთხრა უარი „არა ანექსიას“. ღონისძიება დასრულდა თავისუფლების ჰიმნის ფონზე. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ისტორიის წამყვანი მასწავლებებლი ლეილა გოგელია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა