სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სტუმარი კლასში“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიწვეულ სტუმართან ერთად ნაწარმოები განიხილეს
27-02-2020
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6ბ კლასში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის აპარატის წარმომადგენელი, პროფესიით დრამატურგი და რეჟისორი, ნინო ანთიძე, იყო მიწვეული.

სტუმრობა რუბრიკის ფარგლებში - „სტუმარი კლასში“ შედგა.

კლასში პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონეს“ განხილვა მოეწყო. მოსწავლეებმა კლასის სტუმართან ერთად პერსონაჟები დეტალურად დაახასიათეს, თითოეული მათგანის ქცევის წინაპირობა, გარემო და გამომწვევი მიზეზი განიხილეს.

გუნდებად გადანაწილების შედეგად მოვლენა სხვადასხვა კუთხით განიხილეს, ხოლო გუნდებში შემთხვევითობის პრინციპით მოხვედრილ მოსწავლეებს უმეტესად საკუთარი შეხედულების საწინააღმდეგო პოზიციის დაცვა მოუხდათ.

ღონისძიებას ერთდროულად ჰქონდა ცხოვრებისეული მოვლენის შეფასებისა და ლიტერატურული ნაწარმოების განხილვის სახე.

სტუმართან შეხვედრამ საინტერესო გარემოში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება