სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღეს თეატრალიზებული წარმოდგენა მიუძღვნეს
26-02-2020
-
+


ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღეს თეატრალიზებული წარმოდგენა მიუძღვნეს.

„წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

მოსწავლეებმა საინტერესო იმპროვიზაციით გააცოცხლეს ისტორიული ფრაგმენტები, დღეები, რომლებიც ყოველთვის შეგვახსენებს, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა მხოლოდ  ჩვენი წარსული არ არის, ეს ჩვენი აწმყოცაა და ამის მაგალითი  ის მცოცავი ოკუპაციაა, რომელიც ჩვენს თანამემამულეთა სიცოცხლის ხელყოფით დღესაც გრძელდება.

მამულისათვის, მამულისათვის

ტყვია მიზანში მოსახვედრია.

თავისუფლება ისე არ მოდის,

თავისუფლება ლომთა ხვედრია“,-წერია სკოლის განცხადებაში.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება