სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ნუ იქნები გულგრილი! - რა ფრაზები არ უნდა უთხრას და როგორ უნდა დაეხმაროს მასწავლებელი ბულინგის მსხვერპლ ბავშვს?
01-03-2020
-
+


სკოლაში მოსწავლის ჩაგვრა სხვა მოსწავლეებისგან ნაცნობი ფაქტია. ხშირად პედაგოგები და მშობლები გვიან იგებენ ბულინგის შესახებ, ხან კი ჩაგვრის ნიშნების ამოცნობაც უჭირთ.

ბულინგის ამოცნობა განსაკუთრებით უჭირთ უფროსებს, როდესაც საქმე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეხება. პატარების წაკინკლავების დროს ხშირად გვსმენია - „პატარები არიან, თამაშობენ, გაიზრდება და აღარ გააკეთებს“. ასეთი მიდგომა მცდარია. ხშირად თავად მშობლებმა და მასწავლებლებმა არ იციან, როგორ მოაგვარონ აღნიშნული პრობლემა.  

გთავაზობთ ჩაგვრის შემთხვევების დროს დაზარალებული ბავშვის დახმარების და პრობლემის მოგვარების გზებს:

როგორ დავეხმაროთ დაზარალებულ მოსწავლეს?

·      ჩაგვრის მსხვერპლს მიეცით საშუალება ისაუბროს, გაიხსენოს რა და რატომ მოხდა;

·      აგრძნობინეთ ბავშვს თქვენი მხარდაჭერა, ურჩიეთ, როგორ აარიდოს მოსწავლემ თავი მსგავს სიტუაციებს;

·      იყავით მის მიმართ ყურადღებიანი, ჩართეთ სხვადასხვა პროექტში, რომ თანატოლების გვერდში ყოფნა იგრძნოს;

·      დააკვირდით მის ემოციურ მდგომარეობას შემდეგ დღეებში;

·      ფაქტის შესახებ უამბეთ მშობლებს, აუხსენით მათ სკოლაში გატარებული ზომების შესახებ და მიეცით რჩევები, როგორ იმუშაონ ასეთ დროს შვილთან.

ყურადღებიან მასწავლებელს ბულინგის შემთხვევები არ გამოეპარება, რადგან საგაკვეთილო პროცესის დროს შეუძლია დააკვირდეს მოსწავლეებს, მათ ქცევას, შესაძლოა შეესწროს ჩაგვრის ფაქტს და იმავდროულად ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. გაკვეთილზე მარტივად შესამჩნევია თანაკლასელებისგან გარიყული მოსწავლე, ასევე ყურადღებამისაქცევია მოწყენილი ბავშვი. მასწავლებელმა უნდა გამოარკვიოს მოწყენილობისა და გარიყულობის მიზეზი, მხარი დაუჭიროს დაჩაგრულ ბავშვს.

ნუ იქნებით გულგრილი! არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ ბულინგის მსხვერპლს რომ:

·      ეს თქვენ არ გეხებათ;

·      თავად მოაგვაროს პრობლემა;

·      გადაუხადოს სამაგიერო მოძალადეს;

·      არ მიაქციოს ყურადღება კლასელების დაცინვას/ძალადობას.


როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, თუ ბულინგის ფაქტს შეამჩნევს?

·      მოსწავლეებთან საუბრის დროს აღნიშნეთ, რომ არ შეეგუებით ჩაგვრას, აგრესიულ ქცევას, დაცინვას ვის მიმართაც უნდა იყოს მიმართული. აუხსენით მათ რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს;

·      ასწავლეთ მოსწავლეებს ამა თუ იმ პრობლემის არაძალადობრივი გზით გადაჭრის წესები და ხერხები;

·      იყავით პოზიტიური ქცევის მაგალითი. როლური თამაშებით, სადაც თავად იქნებით ბულინგის მსხვერპლი, ასწავლეთ მათ, როგორ დაიცვან თავი ჩაგვრის დროს ფიზიკური ძალადობის, მუქარისა და შეურაცხყოფის გარეშე;

·      თუ კლასის წინაშე განიხილავთ ჩაგვრის შემთხვევას, მნიშვნელოვანია, რომ შეასრულოთ მედიატორის როლი. ნუ იქნებით ბრალმდებელი, ნუ დაიწყეთ დამნაშავის ძებნას და ნუ მოინდომებთ მის ყველას წინაშე დასჯას. ისაუბრეთ თავად ფაქტის უარყოფით მხარეზე, ქცევის მიუღებლობაზე და არა იმაზე, თუ როგორი ცუდი ბავშვია მჩაგვრელი;

·      ჩაგვრის შემთხვევაზე მოისმინეთ ყველა მოსწავლის ვერსია, ვინც ფაქტს შეესწრო. როდის და რატომ დაიწყო ბულინგი? მოისმინეთ მათი აზრი, რას გრძნობს ის ბავშვი, რომელმაც ბულინგი განიცადა? რა შეეძლოთ მათ გაეკეთებინათ ამის შესაწყვეტად? რას გააკეთებენ იმისთვის, რომ დაზარალებულმა ბავშვმა თავი უკეთ იგრძნოს? სხვანაირად როგორ შეუძლიათ მოიქცნენ ანალოგიურ სიტუაციაში?

·       წაახალისეთ ის ბავშვები, რომლებიც ცდილობდნენ ბულინგის შეწყვეტას და მსხვერპლის დახმარებას.

ასევე მნიშვნელოვანია, ბულინგის ინიციატორი ბავშვის დახმარება, დაეხმარეთ მას ქცევის შეცვლაში. გულახდილად დაელაპარაკეთ მჩაგვრელ ბავშვს და შეეცადეთ გაარკვიოთ სიტუაცია, რამ გამოიწვია მისი აგრესიული ქცევა. ზოგჯერ აგრესორებად მშობლისგან ან სხვა უფროსისგან დაჩაგრული ბავშვები გვევლინებიან, რომლებსაც „ჯავრს სხვა ბავშვებზე იყრიან“.

თუ პრობლემას თავად ვერ აგვარებთ, საქმეში დროულად ჩართეთ ფსიქოლოგი!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება