სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველ ეტაპზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
24-02-2020
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სვანეთში გამართულ სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველ ეტაპზე საპრიზო ადგილები დაიკავეს.  

სპორტულ შეჯიბრებაში სკოლის მეათე და მერვე კლასების მოსწავლეები, ლუკა ბუჩუკური, ნიკოლოზ გაგაძე, ლევან ნაზღაიძე, ილია წამალაიძე, ლუკა ბურდული და ვანო ქარჩაიძე მონაწილეობდნენ.

ლუკა ბუჩუკურმა  2005-2006 წელს დაბადებულ ვაჟებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, მესამე ადგილზე გავიდა ლევან ნაზღაიძე. 2006-2007 წელს დაბადებულ ვაჟებს შორის მეორე ადგილი ლუკა ბურდულმა დაიკავა. 2003 წელს ზემოთ დაბადებულებში პირველ ადგილზე ნიკოლოზ გაგაძე გავიდა.

ლუკა ბუჩუკური 12 თებერვალს რუმინეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ ბავშვთა სამთო-სათხილამურო შეჯიბრებაშიც მონაწილეობდა. გიგანტური სლალომის შეჯიბრში 10 ქვეყნის წარმომადგენელ 40 სპორტსმენს შორის მან მეექვსე ადგილი დაიკავა.

„გუდაურის სკოლის მოსწავლეები ყოველთვის წარმატებით გამოდიან სამთო- სათხილამურო სპორტულ შეჯიბრებებზე, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. ასეა წელსაც. იმედი გვაქვს ჩვენი მოსწავლეები კიდევ ბევრჯერ გვასახელებენ“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება