სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''კარგი იქნება, თუ ''ეტალონის'' შემდეგი ფინალი ცაგერში ჩატარდება'' - ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალს გამარჯვებული მოსწავლის მუნიციპალიტეტი ეხმიანება
28-06-2017
-
+


24 ივნისს ბათუმმა ''ეტალონის'' გრანდიოზულ ღონისძიება-კონკურსს უმასპინძლა. 1176 კაცზე გათვლილმა საზაფხულო თეატრმა, 2000-ზე მეტი მაყურებელი დაიტია. ''ეტალონის'' საზიემო ფინალს საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი ესწრებოდა.

83 ფინალისტს შორის პირველობა ''ცაგერის ეტალონმა მოსწავლემ'' ვახტანგ ჩაჩხიანმა მოიპოვა. გამარჯვებული მოსწავლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თავიანთ განწყობა-შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.

პარლამენტარი კარლო კოპალიანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩვენს მომავალს და ჩვენს ცხოვრებას აუცილებლად სჭირდება ასეთი პროექტები:

''ეტალონის'' მხარდამჭერი ვარ. ძირითადად ტელევიზიით საზიზღარი შოუები გადის, შეიძლება ისიც საჭიროა, მაგრამ ''ეტალონის'' მსგავსი პროექტი აუცილებლად უნდა გადიოდეს ტელევიზიით. ინტელექტ-შეჯიბრი ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება მოსწავლეებს. ამიტომ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, მის ავტორსა და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს. ყველანი მხარდაჭერას ვუცხადებთ ''ეტალონის'' სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებას. ძალიან ვისიამოვნე ''ეტალონის'' გრანდიოზული ღონისძიება-კონკურსით. ჩვენს მომავალს და ჩვენს ცხოვრებას აუცილებლად სჭირდება ასეთი პროექტები.''

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რევაზ ბენიძემ სურვილი გამოთქვა, რომ ინტელექტ-შეჯიბრის შემდეგი ფინალი ცაგერში ჩატარდეს:

''ფინალური ღონისძიებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ''ეტალონი'' დიდი სტიმულია ყველა ბავშვისთვის. ნამდვილად კარგი იქნება, თუ ინტელექტ-შეჯიბრის შემდეგი ფინალი ცაგერში ჩატარდება. ამისთვის ყველა პირობა გვაქვს. ბატონ გოჩას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტი მთელს საქართველოში მეორე არ არის. ძალიან მიკვირს, ამ დონის ინტელექ-ჩემპიონატს სატელევიზიო ეთერი რომ არ ეთმობა. ''ეტალონი'' სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტია. ყველასთვის ნაცნობი ''ეტალონი'' აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სატელევიზიო სივრცეს.''

ფინალური ღონისძიება-კონკურსის შთაბეჭდილებები გაგვიზიარა ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ:

''მე ''ეტალონის'' მეგობარი ვარ. ამ პროექტის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი, ფინალურმა კონკურსმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ორმაგად სასიხარულო ფაქტია, რომ ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე'' ცაგერის მუნიციპალიტეტიდანაა. პირველ რიგში, ''ეტალონი'' მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება და მოსწავლეებს დიდ სტიმულს აძლევს. ''ეტალონი'' ერთ-ერთი მაგალითია და დამადასტურებელი იმისა, რომ მოსწავლისა და პედაგოგის შრომა უკვალოდ არ ქრება.''

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსის ლელა ლომთაძის თქმით, ''ეტალონის'' სახით ძალიან დიდი საქმე კეთდება სკოლებში:

''ეტალონის'' ფინალის შემდეგ ისეთი ემოციების ქვეშ ვარ, რომ გამიჭირდება თქვენთვის გაზიარება, თან ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვი გახდა გამარჯვებული. ჩვენ მანამდეც ჩაგვიტარებია კონკურსები და ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები ყველა ღონისძიებაში. ''ეტალონი'' მართლა გრანდიოზული პროექტია, ცოდნაზე ორიენტირებული. ''ეტალონის'' სახით ძალიან დიდი საქმე კეთდება სკოლებში. მე მაქვს სიგელი, მედიაპროექტ ''ეტალონისგან'' ვარ დაჯილდოვებული. გოჩა ტყეშელაშვილი ჩვენი რაიონის საპატიო მოქალაქედ ავირჩიეთ, იმდენად დიდ პატივს ვცემთ ცოდნას. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულები, რომ ეს პროექტი დაბრუნებულიყო საზოგადოებრივ მაუწყებელში. შევაგროვეთ ხელმოწერებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ დაბრუნებულა სატელევიზიო სივრცეში. იმედი მაქვს, რომ დაბრუნდება.''

საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარ ყურაშვილი აღნიშნავს, რომ ''ეტალონი'' მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებისთვის დამატებით სტიმულს აძლევს:

''პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ''ეტალონის'' ორგანიზატორებს ასეთი თბილი დახვედრისთვის. ინტელექტ-შეჯიბრი ისეთი პროექტია, რომელიც ბავშვებს ცოდნის გაღრმავებისთვის დამატებით  სტიმულს აძლევს. მინდა მივულოცო ბატონ გოჩას და მთელ შემოქმედებით  ჯგუფს, ღონისძიების ასე წარმატებულად ჩატარება. ''ეტალონის'' თითოეული მონაწილე გამარჯვებულებია.''

სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი ''ეტალონი'' 11 წელია არსებობს. სამი წელია, რაც ტელევიზიით არ გადაიცემა. 2014 წლის  ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი საქართველოს რეგიონებში გავიდა პროექტის ახალი, ნოვატორული სტრატეგიით. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' ჩატარება გულისხმობს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ''ეტალონის'' კონკურსების არასატელევიზიო ფორმატით ადგილებზე გამართვას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება