სიახლეები


ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ
08-03-2020
-
+


სჭირდება თუ არა ადამიანს უმაღლესი განათლება - ამ კითხვაზე ჩვენ ქვეყანაში მარტივი და ერთადერთი პასუხი არსებობს.  თუმცა ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოში არსებობენ ცნობილი ადამიანები, რომელთაც უნივერსიტეტი სხვადასხვა მიზეზით მიატოვეს და ამას ხელი არ შეუშლია, მსოფლიო ლეგენდებად ქცეულიყვნენ.


ლედი გაგაზე
ვერ ვიტყვით, რომ გაუნათლებელია, რადგან ნიუ-იორკის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლა დაამთავრა, მაგრამ მუსიკალური განათლება ნამდვილად არ მიუღია. იგი ბავშვობიდან  გატაცებული იყო  მუსიკით და 4 წლისამ, დამოუკიდებლად ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა.

ბილ გეიტსი - Microsoft-ის დამფუძნებელმა უბრალოდ ვერ მოასწრო უმაღლესი განათლების მიღება, რადგან 13 წლიდან პროგრამირებით იყო დაკავებული. მართალია, სკოლის დასრულების შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტში, იურიდიულზე ჩააბარა, მაგრამ მხოლოდ მეორე კურსამდე სწავლობდა. როგორც კი შეიტყო, რომ სასწავლო დაწესებულებაში კომპიუტერული ცენტრი იყო, იქ საათობით იკარგებოდა, ხოლო მოგვიანებით სწავლას თავი დაანება, რათა დაკავებულიყო საოცნებო საქმით - პროგრამირებით. გეიტსი ჰარვარდის დიპლომის გარეშე მაინც არ დარჩენილა და ის 30 წლის შემდეგ, 2007 წელს აიღო.


Apple-ს დამფუძნებელ სტივ ჯობსს არ აქვს უმაღლესი განათლება. სკოლის დასრულების შემდეგ, რომელიც ახალგაზრდა გენიოსისთვის კატორღა იყო, რიდის კოლეჯში ჩააბარა, მაგრამ სწავლა პირველივე სემესტრის დასრულების შემდეგ მიატოვა -„მივხვდი, კოლეჯში ჩემ ყოფნას აზრი არ ჰქონდა და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს  სწორი გადაწყვეტილება იყო“.

კოკო შანელმა არა მხოლოდ დაარსა მოდის სახლი, არამედ დიდი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ევროპულ მოდაზე. საინტერესო კი ისაა, რომ ამ მიღწევებს უნდა ვუმადლოდეთ ქალს, რომლესაც არათუ უმაღლესი, საშუალო განათლებაც არ გააჩნდა. მშობლების დაღუპვის შემდეგ შანელი ბავშვთა სახლში მოხვდა, სადაც მონაზვნებმა ჭრა-კერვა ასწავლეს, შემდეგ კი კოკო, რომელსაც იმ დროს გაბრიელი ერქვა, ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა.



ცნობილმა მხატვარმა-მულტიპლიკატორმა უოლტ დისნეიმ, რომელმაც 111 ანიმაციური ფილმი გადაიღო, 500-ის პროდიუსერი და 22 ოსკარის მფლობელი გახლდათ, სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა - მიიჩნევდა, რომ მისი ვალი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობა იყო. ომიდან დაბრუნების შემდეგ, დისნეიმ მუშაობა დაიწყო კონორეკლამის სტუდიაში და შემდეგ, მას განათლების მისაღებად დროც აღარ ჰქონდა, თუმცა ამას არ შეუშლია ლეგენდად ქცეულიყო.



ჯონი დეპს საშუალო განათლებაც კი არ აქვს და დღემდე ამბობს: „სკოლა ჩემთვის გაურკვეველი სტრუქტურაა და მეეჭვება, კარგად ასრულებდეს საკუთარ დანიშნულებას. მასწავლებლებს კი მხოლოდ ის აინტერესებთ, როგორ მიიღონ ხელფასი“.



ტომ ჰენკსმა, სკოლის დასრულების შემდეგ, კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩააბარა და მოწოდებულიც იყო, საუკეთესო სტუდენტი გამხდარიყო, მაგრამ ამაში ხელი შეუშალა მსახიობობის სურვილმა. მას შემდეგ, რაც მოწვევა მიიღო მცირე სამსახიობო ჯგუფიდან, ზედმეტი  ფიქრის გარეშე მიატოვა უნივერსიტეტი.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

გამოქვეყნდება თუ არა ორშაბათს მასწავლებელთა გამოცდების შედეგები? - NAEC პასუხობს

მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლების წესდებაში ცვლილებები შევიდა

მობილობის ვადები განისაზღვრა - დეტალური ინფორმაცია

პიროვნება
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი ხატია თევზაძე პასუხობს
 
 
 
მცირეკონტინგენტიან სკოლაში დირექტორი და მასწავლებლები ერთ გუნდად მუშაობენ, რათა ახალგაზრდებს მიცენ არა მხოლოდ ხარისიხანი ცოდნა, არამედ ღირსეულ მოქალაქეებად აღზარდონ
 
სკოლები
„თანამედროვე განათლების მიზანიც ეგ არის- მოსწავლეთა სოციალურ და  სამეურნეო საქმიანობაში ჩართულობა“
 

„ურთიერთანამშრომლობა და ცოდნის გაცვლა ჩემთვის მნიშვნელოვანია“

საინტერესო

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

სიახლეები
საზოგადოება