სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგსა და მშობელს შორის უნდა იყოს, აქტიური, ჯანსაღი კომუნიკაცია“- სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი ხატია თევზაძე
08-08-2025
-
+


სამტრედიის N10 საჯარო სკოლაში, დირექტორის - ხატია თევზაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია ხარისხიანი განათლება. 

სკოლის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პირველკლასელთა ადაპტაციას. იმართება ღია კარის დღეები, სადაც პირველკლასელები მშობლებთან ერთად ეცნობიან სასკოლო გარემოს.

დირექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგებსა და მშობლებს შორის ჯანსაღი და აქტიური კომუნიკაცია. მისი თქმით, მშობელი ყოველთვის უნდა იყო ინფორმირებული საკუთარი შვილის განვითარების შესახებ. ამ მიმართულებით სკოლა აქტიურად მუშაობს, რაც ხელს უწყობს წარმატებულ შედეგებს.

დირექტორის გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია ამტკიცებს, რომ სკოლა მზადაა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს მათ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული საგანმანათლებლო გარემო. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი ხატია თევზაძე პასუხობს.

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის? 

- სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მეზობელ სკოლაში ვსწავლობთ მეორე ცვლაში. ზოგადად, პირველკლასელთა საზეიმო მიღებას როდესაც ვგეგმავთ, აუცილებლად ეწყობა ღია კარის დღე. ასევე წლის დასასრულს, როდესაც გვაქვს მე-4 კლასელების გამოსაშვები ღონისძიება, ვიწვევთ პირველკლასელებს მშობლებთან ერთად და გარკვეული აქტივობები იგეგმება, რომლებშიც პატარები არიან ჩართულნი. ეს არის გაცნობითი ხასიათის, ამიტომ ბავშვებს სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია არ უჭირთ. ახლა, მაგალითად, პირველ კლასში გვეყოლება ორი სსსმ მოსწავლე. როდესაც მოსწავლეთა ბაღიდან ტრანზიცია ხდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი აქტივობებიც იგეგმება, რაც გავაკეთეთ უკვე. ასე რომ, ბავშვების მისაღებად ყოველთვის მზადყოფნაში ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ გაუჭირდეთ ადაპტაცია. 

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში? 

- პირველი რაც აუცილებელია დამწყები პედაგოგისთვის არის აქტიური კომუნიკაცია მშობლებთან, რომ მშობელს არ გაუჩნდეს კითხვა, რა ხდება მის შვილთან მიმართებაში. ყოველთვის უნდა იყოს ჯანსაღი კომუნიკაცია. რაც აუცილებლად სკოლის ხელმძღვანელს ეხება. მე მაქვს ეს პასუხიმგებლობა გაცნობიერებული. აქტიურად გვაქვს  შეხვედრები მშობლებთან, ჩანიშნული გვაქვს დღეები, გამოკრულიც მაქვს, როდის ხდება მშობლებთან შეხვედრა კლასების მიხედვით, დამრიგებელი აკეთებს ამის ორგანიზებას. ამიტომ ინფორმაციის გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სკოლის გვერდი გვაქვს ოფიციალური, სადაც ასახულია თითოეული მასწავლებლის წინსვლა, მშობლებიც საქმის კურსში არიან სკოლაში მიმდინარე პროცესებზე.  რომ იცოდნენ, სად არის მათი შვილი, ვისთვის ჰყავთ მიბარებული და ა.შ. ამიტომ ამ მხრივ ჩვენ ძალიან მშვიდად ვგრძნობთ თავს. 

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?

- მე თვითონ, სანამ დირექტორი გავხდებოდი, სპეცმასწავლებელი ვიყავი. პეციალურ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მაქვს ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, არ გამჭირვებია დაგეგმვა. სასწავლო წლის დასაწყისში ხვდება ჯგუფი, მშობლის ჩართულობით, იწერება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. ახლა პირველ კლასში ვინც შემოდის, აუცილებელია, ბავშვების საჭიროებების შესახებ ბაღში ინფორმაციის მოძიება. ბაღის სპეცმასწავლებლისგან ინფორმაციის მიღება რა სირთულე ჰქონდა ბავშვს, გარდა იმისა, რაც წერილობით ვიცით. შეიძლება იყოს ისეთი რამ, რაც ფურცელზე უხილავია და მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი.

ინდივიდუალური გეგმის გაწერა ეს არის მასწავლებლების პასუხისმგებლობა, სპეცმასწავლებლების დახმარებით, ცხადია, მშობელმაც უნდა იცოდეს, ეს ყველაფერი და ეცნობოდეს შვილის შემდგომ წარმატებებს.

- როგორ აღიქვამთ ტექნოლოგიების როლს სწავლა-სწავლების პროცესში?

- ტექნოლოგიები არის სწავლა-სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილი. ელემენტარულად პროექტორით სწავლება, ვიზუალური ეფექტები, თვალსაჩინოდ სხვადასხვა მასალის დამუშავება,  კომპიუტერული ლაბორატორიის დახმარება - რაც  ჩვენც გვექნება, აუცილებლად, ასევე ბავშისთვის ვიზუალური, სმენითი მასალის მიწოდება არის ბევრად სწორი და მნიშვნელოვანი, ვიდრე მხოლოდ ის, რომ წავაკითხოთ რაღაც და არ იყოს მისთვის ხილული. აქედან გამომდინარე, ეს არის უპირობოდ აუცილებელი.

- რას ურჩევდი ახალ დირექტორებს, რომელებიც სკოლის ხელმძღვანელობას იწყებენ?

-სამტრედიის N10 საჯარო სკოლა ჩემთვის მშობლიურია. ჩემთვის ეს იყო ძალიან ნაცნობი გარემო, რამაც ბევრი რამ გაამარტივა. თუმცა აუცილებლად საჭიროა სასკოლო კულტურის გაცნობა წინასწარვე და მზადყოფნა იმისთვის რომ  ჩვენ კი არ მოვირგოთ სასკოლო საზოგადოება, არამედ აუცილებლად ჩვენ მოვერგოთ და დავიმსახუროთ მათი კეთილგანწყობა.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება