სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩვენი სკოლა ძალიან კარგი სახელით სარგებლობს, ყველა პედაგოგი თავის საქმეში წარმატებულია“ - პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ სირბილაძე
08-08-2025
-
+


ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლაში, დირექტორი ტარიელ სირბილაძე მოსწავლე-მასწავლებეთა საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებულ საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფს. 

გასულ წელს სკოლამ სრული ავტორიზაცია წარმატებით გაიარა, რაც მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

ახალი სასწავლო წელს სკოლაში მისულ მოსწავლეებს კი დახვდებათ თბილი და საზეიმო ატმოსფერო.

სკოლის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ხარისხიანი სწავლების საფუძველი არა მხოლოდ საგნის ღრმა ცოდნა, არამედ კომუნიკაციის უნარი, მოსწავლეთა სიყვარული და თანამშრომლობის სურვილია.

მასწავლებლები აქტიურად თანამშრომლობენ, ცვლიან ცოდნას, გამოცდილებას, ყოველ ორშაბათს გამართულ შეხვედრებზე ერთობლივად აჯამებენ შედეგებს, აწყობენ სამომავლო გეგმებს და ადვილად პოულობენ პრობლემების გადაჭრის გზებს.

მცირეკონტინგენტიან სკოლაში დირექტორი და მასწავლებლები ერთ გუნდად მუშაობენ, რათა ახალგაზრდებს მიცენ არა მხოლოდ ხარისიხანი ცოდნა, არამედ ღირსეულ მოქალაქეებად აღზარდონ. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ სირბილაძე პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?

- გასულ წელს სრული ავტორიზაცია გავიარეთ, ასე რომ ინფრასტრუქტურის მხრივ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. რაც შეეხება მოსწავლეთა დახვედრას, დილით ვხვდებით მოსწავლეებს სკოლის ეზოში, ვაწყობთ საზეიმო მიღებას, გადავცემთ კომპიუტერებსა და საჩუქრებს და გამოგვყავს სიტყვით და თავად ამბობენ თავიანთი მომავლის შესახებ და ვჩუქნით წიგნებს, ვესაუბრებით და მასწავლებლები გამოდიან სიტყვით.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

- მთავარია, პედაგოგმა გამოავლინოს თავისი საგნის ცოდნა, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უნარი, უნდა უყვარდეს ბავშვები, უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, კოლეგებთან, სისტემატურად უნდა ხდებოდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა. თუ თავად ვერ ახერხებს გარკვეული პრობლემის მოგვარებას, უნდა მიმართოს ადმინისტრაციას ან ზემდგომ ორგანოებს. მთავარი არის საგნის ცოდნა, კომუნიკაციის უნარი და პატივისცემა ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების. 

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას? 

- სსსმ მოსწავლეები ჩვენ არ გვყავს, მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული დახმარება. არის მასწავლებლის საათი, ხვდებიან ამ მოსწავლეებს, რომ მათი საჭიროების მიხედვით ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობა.

- როგორ უწყობთ ხელს გუნდურობას სკოლაში? რა არის ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც დირექტორის ამპლუაში მიგიღიათ?

- ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მასწავლებლებიც ცოტაა. ძირითადად არიან წამყვანი მასწავლებლები. ყოველ ორშაბათს მასწავლებლები და ადმინისტრაცია ვიკრიბებით, ვაჯამებთ გასული კვირის შედეგებს, ვის რა პრობლემები ჰქონდა და რა არის მომავალში დასაგეგმი. ამგვარად, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხდება მაღალ დონეზე, ყველა საჭიროებას ითვალისწინებს ჩვენი კოლექტივი. ყველა შრომობს, აკეთებს თავის საქმეს, ყველა წარმატებულია. ძალიან კარგი სახელით სარგებლობს ჩვენი სკოლა. პედაგოგიური კოლექტივი აქტიურად თანამშრომლობს რესურსცენტრთან, რაიონის ხელმძღვანელობათან და ზემდგომ ორგანოებთან. 

- როგორ აღიქვამთ ტექნოლოგიების როლს სწავლა-სწავლების პროცესში?

- ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია. თითქმის ყველა მასწავლებელი ფლობს ტექნოლოგიებს სხვადასხვა სახით. ვინაიდან ავტორიზებული ვართ, კომპიუტერი ყველა მასწავლებელს აჩუქეს, ასევე სხვადასხვა სასწავლო რესურსები გადმოგვცეს, რომლებსაც სწავლებისას ვიყენებთ და ყველა გაკვეთილის თემას ვუკავშირებთ, რომ უფრო გასაგები იყოს ბავშვებისთვის. თავის მხრივ, ბავშვებიც მაღალ დონეზე ფლობენ ტექნოლოგიებს. ისტ-ის მასწავლებელი მაღალპროფესიონალი გვყავს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასიც დაიწყებს საგნის სწავლას და ეს უფრო გააძლიერებს ტექნოლოგიების ცოდნასა და გამოყენებას სასწავლო პროცესში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ეროვნულებზე საგანში გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“ ცნობილია - ბრძანება პროფესიულ პროგრმებზე სტუდენტთა მიღებას ეხება 

„სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს“

თუ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა გადააჭარბებს გამოცხადებულ ლიმიტს, ეს ადგილები უმაღლეს მომავალ წელს დააკლდება

ბაღებში პედაგოგების და აღმზრდელების თანაფარდობა და ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური ოდენობა

საქართველოში დედის დღე 35 წელია აღინშნება - გაეცანით საინტერესო ფაქტებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტი მოთხრობიდან - „ნამწყემსარის მოგონებანი“

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებს

 

ვაჟთა გუნდის შემადგენლობაში არიან - ანრი ჭანტურია, დიტო ჭანტურია, ლუკა კუჭავა, ლუკა ჟვანია, დიმა პარკაია

სკოლაში მადლობას უხდიან თეატრალურ დასს დაუვიწყარი ემოციებისა და ლამაზი დღისთვის

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება