სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ახალბედა მასწავლებლებს ვურჩევ გამოცდილ კოლეგებთან მჭიდროდ ითანამშრომლონ“ - ზეგნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გრიშა გიგაშვილი
08-08-2025
-
+


ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს ყოველთვის მზადყოფნით ხვდება. 

როგორც სკოლის დირექტორი გრიშა გიგაშვილი გვეუბნება, პირველი სასწავლო დღე სკოლაში ყოველთვის განსაკუთრებულია - მოსწავლეების და მშობლების დიდი თავშეყრა, მილოცვები და ემოციური მისალმებები. ტრადიციისამებრ, პირველკლასელს ევალება პირველი ზარის დარეკვა. 

სკოლაში მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია ხარისხიანი განათლება, პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტირუად ზრუნავენ. 

დირექტორის თქმით, პედაგოგის მიზანია სასწავლო პროცესში მოსწავლეების აქტიური ჩართვა და ინტერესის გაღვივება. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ისეთი მეთოდიკა, რომელიც გაკვეთილებს ცოცხალს და ინტერაქტიულს გახდის.

სკოლის დირექტორი მიიჩნევს, რომ დამწყები მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი გამოცდილ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობაა. გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი მუშაობა ეხმარება პედაგოგს ყველა გამოწვევის წარმატებით გადალახვაში.

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს ზეგნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გრიშა გიგაშვილი პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? 

- პირველ სასწავლო დღეს მოსწავლეების, მშობლების დიდი თავმოყრაა. გამოდის ყველა, მილოცვით მისალმებით. ტრადიციულად, პირველკლასელი რეკავს პირველ ზარს. 

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- პირველ რიგში ვურჩევდი გამოცდილ პედაგოგებთან თანამშრომლობას, მათთან მჭიდრო კავშირით ყველა გამოწვევას გაუმკლავდება. გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. 

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

- მეთოდიკა უნდა ჰქონდეს ისეთი, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში ჩართოს, საგაკვეთილო თემით დააინტერესოს. მნიშვნელოვანია მიდგომები, უბრალოდ კი არ უნდა აუხსნას, არამედ ცდები, როლური თამაშები შესთავაზოს. სწავლა კეთებით - მეტად ეფექტურია. 

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას? 

- საგაკვეთილო პროცესში ვაკვირდებით ვის რა შესაძლებლობა აქვს, ამის მიხედვით, რომ ჩავრთოთ საგაკვეთილო პროცესში. ვიღაცას რაღაც კონკრეტული უნარი აქვს განვითარებული მეორე სხვა -მაგრამ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. გვყავს ისეთი მოსწავლეებიც, რომელთათვისაც არიან სპეცმასწავლებლები, სპეციალური გეგმა გვაქვს შედგენილი და ამგვარად ვმუშაობთ მათთან.

- როგორ იქმნება ურთიერთნდობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის?

- რა თქმა უნდა, პირველივე დღეს ყველას ვერ ამოიცნობს მასწავლებელი, მაგრამ მეორე, მესამე გაკვეთილიდან უკვე შესაძლებულია და მასწავლებელმა უნდა შიმუშაოს მიდგომა, იფიქროს თუ რა სჭირდება სჭირდება მოსწავლეს და როგორი მიდგომა იქნება ყველაზე ეფექტური და შედეგიანი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება