სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეებთან ურთიერთობა დიდი ფილოსოფიაა“- მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლია შოთაძე
08-08-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში, დირექტორის - ლია შოთაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია ხარისხიანი განათლება, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება. წელს 52 კურსდამთავრებულიდან უმეტესობა გავიდა ეროვნულ გამოცდებზე და ჩააბარა. ბევრი მათგანი მაღალი ქულებით გამოირჩა, მათგან 7 ოქროსმედალოსანია

ეს წარმატება სკოლის 49 პედაგოგის დამსახურებაა, რომელთა შორის 27 წამყვანია, 2 მენტორი (მათ შორის თავად დირექტორი და ბიოლოგიის დოქტორი), უფროსი მასწავლებლები და 2 სპეციალური პედაგოგი, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა აღზარდონ განათლებული და წარმატებული თაობა.

სკოლაში, წელს დარეგისტრირებული  47 პირველკლასელის ჩათვლის 642 მოსწავლე ირიცხება. 

„ამაყი ვარ, რომ 52 კურსდამთავრებულიდან, 3-4 მე-12 კლასელის გარდა, ყველამ სცადა ბედი ეროვნულ გამოცდებზე და უფრო სასიხარულოა, რომ ყველა ჩაირიცხება, ბევრმა მაღალი ქულები მიიღო, გვყავდა 7 ოქროსმედალოსანი.

ეს კი დიდი დამსახურებაა იმ 49 პედაგოგისა, 27 წამყვანი, 2 მენტორი, 2 სპეციალური და უფროსი მასწავლებლების, რომლებიც ძალ ღონეს არ იშურებენ, რათა აღზარდონ წარმატებული და განათლებული თაობა, ყველა ვამაყობთ და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ბავშვებს ამ საუკეთესო შედეგებს - შრომა დაფასებულია!“,- სიამაყით აღნიშნავს დირექტორი. 

დირექტორი, რომელიც 2008 წლიდან ამავე სკოლაში მუშაობს (პირველად მათემატიკის პედაგოგად, ხოლო 2015 წლიდან უკვე დირექტორის პოზიციაზე), მიიჩნევს, რომ ნამდვილი ხელმძღვანელი უნდა იყოს მობილიზებული და თანამშრომლებს სწორი მიმართულება მისცეს. მოსწავლეებთან ურთიერთობას დირექტორი „დიდ ფილოსოფიას“ უწოდებს - ყოველდღიური შეხვედრები სკოლის თვითმმართველობასთან, აზრების გაზიარება და დამრიგებლებთან კოორდინაცია სკოლის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელია. 

„2008 წლიდან ვმუშაობ სკოლაში ჯერ მათემატიკის პედაგოგად და 2015 წლიდან დირექტორის პოზიციაზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელმძღვანელი თავად იყოს მობილიზებული და სწორი მიმართულება მისცეს თანამშრომლებს, პატარ-პატარა ინსტრუქციებით, ძირითადად ეს წლის დასაწყისში და დასასრულს არის მნიშვნელოვანი. მოსწავლეებთან ურთიერთობა საერთოდ დიდი ფილოსოფიაა, ყოველ დღე ვხვდები სკოლის თვითმართველობას, ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს, რომელსაც შემდგომ, რა თქმა უნდა, დამრიგებლებთან ერთად გადასცემენ მოსწავლეებს. ვცდილობ ხშირად ვიყო მათთან არაფორმალურ გარემოში, დამყავს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ახლახან ობსერვატორიიაშიც ვიყავით, ჩემი ავტომობილითაც დამყავს.  მიყვარს ბავშვები და ვცდილობ მათთან ვისაუბრო, როგორც თანატოლმა და არა როგორც უფროსმა. დიდ ყურადღებას ვაქცევ ნიჭიერ და ინიციატივის მქონე ბავშვებს გვყავს უნიჭიერესი მოსწავლე დიანა კეჟერაშვილი, რომელმაც შექმნა პროექტი - „თოჯინების ხმა, რომელიც აერთიანებს“ და წელს მიემგზავრება ბრიუსელში. ჩემი ლოიალური და მეგობრული დამოკიდებულების შედეგია ის, რომ ბავშვებიდან მუდმივად ვგრძნობ სიყვარულს და პატივისცემას.

ურთიერთანამშრომლობა და ცოდნის გაცვლა ჩემთვის მნიშვნელოვანია - თავიდან ჩემი ინიციატივით ვუკავშირდებოდით სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს და ვაღრმავებდით  მათთან თანამშრომლობას. ახლა კი, ჩვენი ბავშვები ისე არიან მომზადებულნი, ენთუზიაზმით სავზე, საკუთარი ინიციატივით, ჩვენი ჩარევის გარეშე კონტაქტობენ და მყარებენ ახალ ურთიერთობებს.

ივლისში სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, რითაც დირექტორი ამაყობს. 

„ივლისში გავიარეთ ავტორიზაცია და არანაირი შენიშვნა არ გვქონია სწავლების ხახისხსა და სხვა ასპექტებში, მხოლოდ რამდენიმე მითითება გვქონდა კურიკულუმის ნაწილში და ისიც რამდენიმე საგანში - საოცრად ამაყი და გახარებული ვარ. ჩვენმა შრომამ, ერთიან და შეკრულ გუნდთან ერთად შედეგი გამოიღო.

ჩვენი გუნდი ერთიანი ორგანიზმია, რომლებიც თავიანთ საქმეს სიყვარულით და თავდაუზოგავად ასრულებენ, გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს და ყველაფერს გავაკეთებთ ბავშვების წარმატების ხელშესაწყობად“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

ამჟამად დირექტორი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს გულშემატკივრობს და მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას უსურვებს. 

„ყველა ახალგაზრდას ვურჩევ ისწავლონ, ტექნოლოგიების საუკუნეში მრავალმხრივ უნდა განვითარდნენ, ყველაფერი აითვისონ, საიდან ისწავლიან ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.  ყველაზე მთავარი კი ბედნიერებაა, რაც მიზნების ასრულებას მოქვს. ამიტომ არ გაჩერდნენ იმოქმედონ და მიაღწევენ იმას, რაც მიზნად აქვთ დასახული“,- დასძენს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კურსდამთავრებულისთვის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, სასწავლებლის კოორდინატორი დააკავეს - სუს-ი

იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი​ ნინო ჭიტაძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბოთი მიულოცეს ეს დღე დედებსა და ქალბატონებს და მათთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოამზადეს

სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი დალი შუკაკიძე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას გვიზიარებს

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა დედის როლსა და ამაგს

ჯგუფების შემადგენლობაში იყვნენ როგორც პირველკლასელები, ისე მე-4 კლასელები

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება