სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ასისტენტებს სამარცხვინო ხელფასი გვაქვს... სკოლიდან დაბალი ანაზღაურების გამო წამოვედი...“ - სპეციალისტები პრობლემებზე საუბრობენ
08-08-2025
-
+


ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში მოსწავლეთა პერსონალური ასისტენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მიზერული ანაზღაურების გამო; ისინი აღნიშნავენ, რომ აქვთ დიასახლისზე დაბალი ხელფასი მაშინ, როდესაც ამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ; გარდა ამისა, განხილვის საგანია ერთიანი სახელფასო პოლიტიკის არარსებობაც.

„230 ლარი - მართლაც სამარცხვინო ხელფასია!“

„ხელფასი დამოკიდებულია სკოლაში ბავშვთა რაოდენობაზე. რაც მეტი მოსწავლე სწავლობს სკოლაში, მით მეტია ხელფასი. საშტატოთი დგინდება ადმინისტრაციისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების ხელფასები“.

„ჩემს სკოლაში ხელფასი ხელზე ასაღები არის 480 ლარი, ესეც ცოტაა მაგრამ იმაზეა დამოკიდებული რამდენი საათი უნდა გაატაროს წესით მოსწავლემ სკოლაში რომელ კლასშია და კვირაში რამდენი გაკვეთილი აქვს ,უწერია თუ არა ყველა გაკვეთილზე დასწრება და ასე შემდეგ“...

„399 ლარი, ბავშვის გაკვეთილების რაოდენობაზეა ხელფასიც.400 ლარი ძალიან ცოტაა მით უმეტეს თქვენი“...

ასე ეხმაურებიან ასისტენტის ანაზღაურებას სპეციალისტები სოციალურ ქსელში; ერთ-ერთი მათგანი კი etaloni.ge-ს უამბობს, თუ რა პირობებში უწევთ მუშაობა.  მარიამი, მიუხედავად იმისა, დღეს სხვა სამსახური აქვს, იმასაც გვიმხელს, რომ სკოლიდან სწორედ დაბალი ანაზღაურების გამო წამოვიდა:

„ძალიან რთულია, უერთგულო პროფესიას, როდესაც ხედავ, როგორი დაუფასებელია შრომა. დიდი პასუხისმგებლობა აკისრია სსსმ მოსწავლის ასისტენტს; ბავშვების დიაგნოზიც სირთულის მიხედვით განსხვავებულია...

ასისტენტმა უნდა აკონტროლოს ყველაფერი, ქცევაც, სასკოლო ცხოვრებაში ბავშვის ინტეგრაციაც, ეცადოს, სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს; და ამ დროს ასეთი მიზერული ანაზღაურებაა. თან სანამ ბავშვი სკოლაშია, იქ უნდა იყო, ვერ შეითავსებ სხვა სამსახურს... ეს გახდა სკოლიდან ჩემი წამოსვლის მიზეზიც. მესმის, ზოგადად სკოლის ადმინისტრაციას, დიასახლისებს, ექიმებს არ აქვთ მაღალი ხელფასი, მაგრამ თამამად ვიტყვი - ასისტენტები ყველაზე მეტად დაჩაგრულები ვართ. არც არავინ გვპირდება, რომ რამე გამოსწორდება. ამიტომაც იქმნება დეფიციტი და პროფესიონალი კადრი ყოველთვის ჭირს. იმედია ყველაფერი შეიცვლება. სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ბავშვებს, ადამიანური ხელფასი რომ გვქონდეს ასისტენტებს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება