სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არასოდეს გამიკეთებია რაიმე მოვალეობის გამო - რასაც ვაკეთებ, გულით და სიყვარულით ვაკეთებ,“ -  ვაზიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ბერიძე
08-08-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში ხარისხიანი განათლება და გულითადი მიდგომები მოსწავლე-მასწავლებელთა წარმატების საფუძველია. მოსწავლე-მასწავლებელთა განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს კი სკოლაში დირექტორი ირმა ბერიძე უზრუნველყოფს.

წელს ეროვნულ გამოცდებზე სკოლის კურსდამთავრებულთა 80 პროცენტი გავიდა. დირექტორის თქმით, სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ ყველამ ჩააბარა, ბევრი კი სავარაუდოდ 100%-იან დაფინანსებასაც მოიპოვებს. ეს წარმატება სკოლის 37 კვალიფიციური და სერტიფიცირებული მასწავლებლის დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც ენერგიას არ იშურებენ იმისათვის, რომ განათლებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები აღზარდონ.

„ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში 600 მოსწავლემდე ირიცხება, 40 პირვრელკლასელის ჩათვლით, თუმცა ეს არ არის საბოლოო რიცხვი, რდგან ბევრი ბავშვი მოგვიანებითაც გვიერთდება“,- გვიყვება სკოლის დირექტორი ირმა ბერიძე - „წელს სკოლა 42 მოსწავლემ დამთავრა და 80 პროცენტი გავიდა ეროვნულ გამოცდებზე, სიამაყით ვიტყვი, რომ არც ერთი მათგანი არ ჩაჭრილა და ბევრს 100-პროცენტიანი დაფინანსებაც ექნენა, ეს კი იმ 37 კვალიფიცირებული, სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც სულს, გულს და ენერგიას არ იშურებენ რომ განათლებული და კარგი ადამიანები აღზარდონ. სკოლაში ეთნიკურად ბევრი არაქართველი მოსწავლეც გვყავს, რაც ძალიან მახარებს და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად მონდომებულები არიან ხარისხიანად ისწავლონ სახელმწიფო ენა, მე-8 კლასში ორი აზერბაიჯანელი და გვყავს, რომლებიც ისე ფლობენ და სწავლობენ ქართულს ქართველებზე უკეთესად. გვქონია ისეთი შემთხვევაც, როცა პირველკლასელები მივიღეთ და სიას ვკითხულობდი, რომ  პედაგოგთან და კლასში გამენაწილებინა. ვერც კი იგებდნენ რას ვამბობდი. არც ბავშმა და არც მშობელმა არ იცოდა ქართული, პედაგოგი, რომელიც აზერბაიჯანულ ენას ფლობს ის ის უთარგმნიდა, თავდაპირველად პედაგოგები გაკვეთილზე ჟესტიკულაციით ესაუბრებოდნენ,  ერთ წელწადში კი ისე ისწავლეს ქართული ენა გაგიჯვირდებოდათ, ასეთ შედეგზე გავდივართ“,- აღნიშნავს დირექტორი. 

ირმა ბერიძე უკვე 32 წელია განათლების სფეროში მოღვაწეობს, აქედან 15 წელი ამავე სკოლის ხელმძღვანელია. მისი რწმენით, ნამდვილი ხელმძღვანელის მთავარი კრიტერიუმი არის საქმის უანგარო სიყვარული. სწორედ გულითადი მიდგომის შედეგია, ერთმუშტადშეკრული კოლექტივი, მოტივირებული მოსწავლეები.

„32 წელია სკოლასა და ბავშვების აღზრდას ვემსახურები, აქედან 15 წელი ამ სკოლის დირექტორი ვარ, ჩემთვის ხელმძღვანელის მთავარი კრიტერიუმი არის საქმის უანგარო სიყვარული, უნდა უყვარდეს მოსწავლეები და თანამშრომლები უპირობოდ, სწორედ ამ სიყვარულს მოაქვს შედეგები, არასოდეს მოვალეობის გულისთვის არ გამიკეთებია არაფერი, რასაც ვაკეთებ გულით და სიყვარულით ვაკეთებ, ამით შედეგიც დგება - შეკრული კოლექტივი და მოწესრიგებული,  სიყვარულით და პატივისცემით  განსჭვალული მოსწავლეები. ყველა მოსწავლის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი ვარ. ასე არიან პედაგოგებიც განვიცდით და მუდმივად თვალ-ყურს ვადევნებთ შედეგებს. 

გარემონტებული და მოწესრიგებული სკოლის შენობა გვაქვს, მეორე ნაწილობრივ გარემონრებულია, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობასთამ ხელშეკრულეება გვაქვს, შესაბამისად  გვეხმარება,  გვირემონტებს და აწესრიგებს ამასაც, ყოველთვის გვერდში გვიდგნან, რასაც ვაფასებთ. ასე, რომ სწავლის ხასიათზე ყოველთვის ვართ“,- ამბობს დირექტორი. 

ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი მომავალ თაობას ქვეყნის საამაყო შვილებად ჩამოყალიბებას უსურვებს. 

„ჩემს მოსწავლეებს და საერთოდ ჩვენს მომავალ თაობას მინდა წარმატებები და ბედნიერება ვუსურვო პირად ცხოვრებაში, ისწავლონ, იშრომონ პირველ რიგში საკუთარ თავს, ოჯახს და რაც მთავარია ქვეყანას გამოადგნენ, ამ სამ კომპონენტს თუ გაითვალისწინებენ დამერწმუნეთ ღირსეული ადამიანებად ჩამოყალიბდებიან, ქვეყნის საამაყო შვილებად!“,- დასძენს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
„მადლობა მასწავლებელ თამთა გომელაურს და მის მოსწავლეებს ამ ლამაზი, შესანიშნავი ღონისძიებისთვის“
 
გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის წევრები, კლასის დამრიგებელი, დირექტორი მთვარისა ახვლედიანი
 
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მასწავლებელს და მას და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა
 

ღონისძიებას აფასებდა ჟიური, რომელიც შეჯიბრის დასრულებისთანავე აცხადებდა გამარჯვებულს. 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება