სიახლეები
სკოლები

„ახალგაზრდული აზრი“ - კალის საჯარო სკოლაში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
19-02-2020
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მიმართულებით, თემაზე - „ახალგაზრდული აზრი“ მომზადებული პროექტის პრეზენტაცია გამართეს. 

პროექტი დაამუშავეს მეცხრე კლასის მოსწავლეებმა: მარიამ ხარძიანმა, ნაზი მარგველანმა და გიორგი ხარძიანმა, ხოლო მარიამ ხარძიანმა საპრეზენტაციო ფორმატი უზრუნველყო და პრეზენტაცია წარმოადგინა. 

„ეს მოსწავლე თავის სამ დასთან ერთად კალის საჯარო სკოლაში მხოლოდ მიმდინარე სემესტრიდან ჩაირიცხა და ამ მოკლე ხანში საკუთარი პიროვნული თვისებებით, სწავლით და მაღალი აკადემიური მოსწრებით, პოზიტიური აქტიურობით, პრობლემატური საკითხებისადმი სერიოზული მიდგომით უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მოსწავლეთა, ისე - მასწავლებელთა მხრიდან“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო მეცხრე კლასის მოსწავლეთა დამოკიდებულება ისეთი ღრმა და განსჯადი საკითხებისადმი, როგორიცაა: სწავლის როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში; თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ხარვეზები, მისი შედეგები (საზღვარგარეთ სწავლის სურვილი) და ამ პრობლემის მოგვარების გზები; მშობელთა მხრიდან ბავშვებისადმი დამოკიდებულების ტრადიციული ფორმების ანალიზი, რომელიც ბულინგის რანგში კვალიფიცირდება და სხვა. 

„პრეზენტატორი თემას წარმოადგენდა თავისუფლად, საუბრობდა აკადემიურად, თუმცა ყველასათვის გასაგებ ენაზე. პრეზენტაციას დაესწრო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, ტექნიკური პერსონალი და რაც მთავარია, სკოლის მოსწავლეთა აბსოლუტური რაოდენობა. წარმატებები მარიამს და მის თანაკლასელებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, პრეზენტაციის დასასრულს კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია გაიმართა. პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. დირექტორმა IX კლასის მოსწავლეები ასეთი ღონისძიებისთვის საბავშვო ენციკლოპედიით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სტუ აღარ გაერთიანდება თსუ-სთან - პრემიერის გადაწყვეტილება

„ჩნდება საერთო ინტერესები, ემოციური ბმა მშობელსა და შვილს შორის, რაც ვფიქრობ, ტექნოლოგიების საუკუნეში ძალიან დიდი მიღწევაა“

„ცვლილება ზიანს აყენებს მასწავლებლის პროფესიის ისედაც მყიფე რეპუტაციას“-მასწავლებელის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას ილიაუნი ეხმაურება

„მოსწავლეზე მოძალადე პედაგოგი სკოლაში დატოვეს, მე გამათავისუფლეს“ - N24 სკოლის ყოფილი დირექტორი, გიორგი კაკაბაძე საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება

სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება