სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უმნიშვნელოვანესია განათლებული თაობების აღზრდა ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის“-izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ღონისძიების მონაწილეები საუბრობენ 
09-02-2026
-
+


8 თებერვალს izrune.ge-მ ვარსკვლავებისთვის ღონისძიება ჩაატარა: ასობით იზრუნელმა, მათმა მშობლებმა, სტუმრებმა და განათლებული თაობების გულშემატკივარმა ადამიანებმა ყველაზე მზრუნველი პროექტის ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი ოქროს ასოებით ჩაწერეს.

ღონისძიების ფარგლებში, წარმატებულ „იზრუნელებს“ პერსონალური დიპლომები გადაეცათ. დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ „ეტალონის“ ოლიმპიადების ლიდერი „იზრუნელები“ და არც გამორჩეულ მოსწავლეთა დამრიგებლები დაგვრჩენია უყურადღებოდ - მათ სპეციალური დიპლომები გადაეცათ. 

განსაკუთრებით აქტიურმა იზრუნელებმა ყველაზე მზრუნველი პროექტისგან სპეციალური საჩუქრები მიიღეს, დაჯილდოების ცერემონიას სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიური პორტალის - izrune.ge-ს ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

8 თებერვლის ღონისძიება კი დიდი წარმატებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, რომელსაც თავად მონაწილეები და მათი მშობლები აფასებენ:

„ძალიან მიყვარს izrune.ge“... „ბევრი წიგნი წავიკითხე“... „რასაც „იზრუნეს“ ტესტირებიდან ვსწავლობ, მერე სკოლაშიც ვიყენებ“... „აუუ, რა ლამაზია აქაურობაა“... - ასეთ „გადაჩურჩუჩულებებს“, ღონისძიების დაწყებამდე დარბაზის ყველა კუთხე-კუნჭულიდან გაიგონებდით პატარა მონაწილეებისგან, შემდეგ კი თავად მშობლებმაც გაგვიმხილეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პროექტში ჩართულობა თითოეული მოსწავლისთვის:

„ეს დღე ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის და რა თქმა უნდა ჩემი შვილისთვის... მომწონს ეს პროექტი, რომლის ტესტებიც ბავშვებს არა მხოლოდ მიღებული ცოდნის განმტკიცებაში ეხმარება, არამედ სხვა მნიშვნელოვან უნარებსაც უვითარებს: სწავლობენ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას, ახდენენ ცოდნის რეალიზებას... ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პროექტს უამრავ წარმატებას ვუსურვებ“, - გვითხრა  თამარ ჯინჭველაძემ, აკაკი წერეთლის სახელობის, რუსთავის N8 საჯარო სკოლის მოსწავლის, ლიზა გაგნიძის მშობელმა.

კიდევ ერთი იზრუნელის, თბილისის N159 საჯარო სკოლის მოსწავლის, მერაბ ფრუიძის დედიკომ, თეა ხვედელიძემ კი პროექტის შინაარსსა და საგანმანათლებლო მნიშვნელობასთან ერთად, ემოციურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სწორედ izrune.ge-ს ტესტირებებმა დააახლოვა მშობლები შვილებს:

„ბავშვი ტესტირების გავლისას სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას, თუმცა იმავდროულად, მისთვის მშობლის ჩართულობაც უმნიშვნელოვანესია. მსჯელობს, განიხილავს საკვანძო საკითხებს, ამა თუ იმ ნაწარმოების გაცნობისას მსჯელობს, რომელი პერსონაჟი მოსწონს ან პირიქით - არ მოსწონს... თავისთავად ჩნდება საერთო ინტერესები, ემოციური ბმა მშობელსა და შვილს შორის, რაც ვფიქრობ, ტექნოლოგიების საუკუნეში ძალიან დიდი მიღწევაა“.

„წლებია ჩართულები ვართ პროექტში და შემიძლია თამამად ვთქვა - izrune.ge-ს ტესტები, მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობის გარდა, ბავშვს სხვადასხვა უნარ-ჩვევას უვითარებს - სწავლობს ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას და იაზრებს, რომ წარმატებას შრომა სჭირდება“, - გვითხრა ლალი წამალაიძემ, რომლის შვილი - გიორგი ჯიქური თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეა და izrune.ge-ს ტესტირებებში არაერთ წარმატებას მიაღწია.

კიდევ ერთი იზრუნელის, თბილისის N154 საჯარო სკოლის მოსწავლის, გუგა გაგოშიძის მშობელმა ჟანა მესხმა კი ხაზგასმით აღნიშნა პროექტის ღვაწლი მომავალი თაობების განათლების საქმეში, ავტორს - ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სასურველია იზრუნეში ყველა მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული:

„ყველა ვხვდებით, როგორი მნიშვნელოვანია განათლებული თაობების აღზრდა ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი წარმატებით ასრულებს ტესტებს, აქტიური იზრუნელია, თავისი პატარ-პატარა გამარჯვებეით გვახარებს ოჯახის წევრებსაც და პედაგოგებსაც, და რაც მთავარია, ჩვენ ვიცით, რომ ეს წარმატებული გზის მხოლოდ დასაწყისია“. 

და მაინც, რას აძლევს მოსწავლეებს izrune.ge-ში ჩართულობა? - მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა  სკოლა-მოსწავლე-მშობელი ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ გააერთიანა; izrune.ge-ს მრავალფეროვანი და მიღებული ცოდნის განმტკიცებაზე ორიენტირებული ტესტების საშუალებით, მოსწავლეები სწრაფად აზროვნებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარებს ივითარებენ, რაც წარმატების მიღწევის წინაპირობას ქმნის.

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 სექტემბერს, სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. გაიმართა მოსწვლეთა საზეიმო მიღება

ქველმოქმედს ამ ლამაზი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს მოსწავლეთა მშობლებმა და სკოლის წარმომადგენლებმა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება