სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალგაზრდული აზრი“ - კალის საჯარო სკოლაში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
19-02-2020
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მიმართულებით, თემაზე - „ახალგაზრდული აზრი“ მომზადებული პროექტის პრეზენტაცია გამართეს. 

პროექტი დაამუშავეს მეცხრე კლასის მოსწავლეებმა: მარიამ ხარძიანმა, ნაზი მარგველანმა და გიორგი ხარძიანმა, ხოლო მარიამ ხარძიანმა საპრეზენტაციო ფორმატი უზრუნველყო და პრეზენტაცია წარმოადგინა. 

„ეს მოსწავლე თავის სამ დასთან ერთად კალის საჯარო სკოლაში მხოლოდ მიმდინარე სემესტრიდან ჩაირიცხა და ამ მოკლე ხანში საკუთარი პიროვნული თვისებებით, სწავლით და მაღალი აკადემიური მოსწრებით, პოზიტიური აქტიურობით, პრობლემატური საკითხებისადმი სერიოზული მიდგომით უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მოსწავლეთა, ისე - მასწავლებელთა მხრიდან“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო მეცხრე კლასის მოსწავლეთა დამოკიდებულება ისეთი ღრმა და განსჯადი საკითხებისადმი, როგორიცაა: სწავლის როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში; თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ხარვეზები, მისი შედეგები (საზღვარგარეთ სწავლის სურვილი) და ამ პრობლემის მოგვარების გზები; მშობელთა მხრიდან ბავშვებისადმი დამოკიდებულების ტრადიციული ფორმების ანალიზი, რომელიც ბულინგის რანგში კვალიფიცირდება და სხვა. 

„პრეზენტატორი თემას წარმოადგენდა თავისუფლად, საუბრობდა აკადემიურად, თუმცა ყველასათვის გასაგებ ენაზე. პრეზენტაციას დაესწრო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, ტექნიკური პერსონალი და რაც მთავარია, სკოლის მოსწავლეთა აბსოლუტური რაოდენობა. წარმატებები მარიამს და მის თანაკლასელებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, პრეზენტაციის დასასრულს კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია გაიმართა. პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. დირექტორმა IX კლასის მოსწავლეები ასეთი ღონისძიებისთვის საბავშვო ენციკლოპედიით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება