სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა თემაზე - „მე მოხალისე მქვია“ გაკვეთილი ჩაატარეს
17-02-2020
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მე-5 კლასში მოხალისეობასთან დაკავშირებით თემაზე - „მე მოხალისე მქვია“ გაკვეთილი ჩაატარეს.

„გუნდის წევრებმა ეს ინიციატივა ჩვენი ქალაქის ახალი გამოწვევის, საზოგადოებრივი აქტივიზმის, ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად განახორციელეს. სამიზნე ჯგუფად აირჩიეს  ბავშვები, რადგან ისინი არიან მომავალი თაობა, ადამიანები, რომლებმაც საკუთარი აზრი ისე უნდა დააფიქსირონ, განიზრახონ და განახორციელონ, რომ ხელის შეშლა ვერანაირმა ფაქტორმა ვერ შეძლოს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

კლუბის წევრებმა მოსწავლეებს მოხალისის და მისი აქტივობების მნიშვნელობა გააცნეს, რის შემდეგაც ჯგუფებად დაყვეს და მისცეს დავალება: „წარმოიდგინეთ, რომ ხართ მოხალისეთა ჯგუფები და წარადგინეთ თქვენი ერთ-ერთი აქტივობა დამსწრეების წინაშე“. აღმოჩნდა რომ, სამ გუნდს „მწვანე“ ინიციატივები იზიდავდა, ხოლო ორს, დევიზით „ვაზიარებთ ცოდნას“ და „შენ წიგნები შეიყვარე გულით“ , სურდათ საკუთარი წიგნები გადაეცათ ბიბლიოთეკისთვის და იქვე ჩაეტარებინათ საინტერესო შეხვედრები. ამ აქტივობამ მათ გუნდურობის პრინციპის შედეგიანობა დაანახა.

ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეებს პირობა მისცეს, რომ მათ მიერ მოფიქრებულ თითოეულ აქტივობას მხარს დაუჭერდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პატარების სახით კი ეკოკლუბმა მონდომებულ მოხალისეთა ახალი ჯგუფები შეიძინა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება