სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ატომური იარაღის საწინააღმდეგო მსოფლიო დღე აღნიშნეს
13-02-2020
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-8 და მე-11 კლასში ატომური იარაღის საწინააღმდეგო მსოფლიო დღის აღსანიშნავად ღონისძიება მოეწყო.

ღონისძიება ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის „რადონი“ წევრების თაოსნობითა და მონაწილეობით ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ატომური იარაღის აღმოჩენისა და დამზადების ისტორიის შესახებ ისაუბრეს. იმ კატასტროფულ შედეგებზე, რაც შესაძლოა ატომური იარაღის გამოყენებას მოჰყვეს. იმსჯელეს და დაგმეს იმ სახელმწიფოების პოლიტიკა, რომლებიც ფლობენ თერმობირთვულ შეიარაღებას  ან ცდილობენ ჰქონდეთ ეს იარაღი. მოსწავლეებმა ისაუბრეს ხიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედიაზე, გაიხსენეს ატომური იარაღის მსხვერპლის, პატარა იაპონელი გოგონას- სადაკო სასაკის ათასი წეროს ორიგამის დამზადების ისტორია.

„მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსოფლიოში დამყარდეს მშვიდობა და არცერთი ბავშვი არ შეეწიროს ომს. მადლობა საინტერესო ღონისძიების ჩატარებისათვის ქალბატონ მარინა გურეშიძეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებს ქიმიის მასწავლებელი მარინა გურეშიძე ხელმძღვანელობდა.

28 იანვარს მსოფლიო ატომური იარაღის საწინააღმდეგო დღეს აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება