სიახლეები
ეტალონი

„დამოუკიდებელ აზროვნებას აჩვევს მოსწავლეებს“ - ქალაქ რუსთავის სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი ჩატარდა
10-02-2020
-
+


6 თებერვალს ქალაქ რუსთავის სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისშიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

27 თებერვალს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, ქალაქის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენელი თამთა გაბუნია:

„ეტალონის“ ძალიან კარგი პროექტია. ქალაქი რუსთავი უკვე რამდენიმე წელია ამ პროექტის აქტიური მხარდამჭერია. ვფიქრობთ, რომ მოსწავლეების განათლებას ხელს უწყობს და კარგი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდებს ძალიან ახალისებს და მოტივაციას მატებს. წარმატებებს ვუსურვებთ „ეტალონს“ და ვფიქრობთ, რომ ეს სეზონიც ისეთივე წარმატებული და კარგი იქნება ბავშვებისთვის, როგორიც წინა სეზონები იყო“.

რუსთავის N5 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გოგაძე:

„ეტალონის“ პირველ ტურში დაახლოებით 120 მოსწავლე იყო ჩართული. კმაყოფილები ვართ, კარგად ჩაიარა, ახლა შედეგების შეფასება მიმდინარეობს. „ეტალონი“ არის ძალიან კარგი და საჭირო ბავშვებისთვის, მათი მოტივაციისთვისა და ცოდნის შემოწმებისთვის. მადლობის მეტი „ეტალონის“ ჯგუფის მიმართ არაფერი გვეთქმის“.

ეტალონისპედაგოგი ნინო ღვინიანიძე:  

„პირველმა ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, მოსწავლეების აქტივობა იყო მაღალი. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებს მრავალ უნარს უუმჯობესებს და ასევე ზოგად ცოდნას ამოწმებს, რაც ძალიან საჭიროა.“

რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე:

„ტრადიციულად, „ეტალონის“ მიმართ მოსწავლეების ინტერესი ყოველთვის მაღალია ჩვენთან და ამ შემთხვევაშიც ასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. გვყავს მაღალქულიანი მოსწავლეები. ყოველწლიურად ახალ-ახალი თაობაინტერესდება და მათ აქვთ მოტივაცია, რომ მოხვდნენ საუკეთესოთა შორის. ეს ჩემპიონატი ზოგად ცოდნას რომ ამოწმებს, ესაც ახალისებს ბავშვებს.

მოსწავლეები მონაწილეობით იღებენ გამოცდილებას, ცოდნის თვალსაწიერს იფართოვებენ, ასევე საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შეფასება  უფრო კარგად შეუძლიათ ამით, მოტივაციაც ემატებათ, ბუნებრივია. ამიტომ ყოველთვის მოვუწოდებთ მონაწილეობა მიიღონ. წელსაც, ტრადიციულად, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მოსწავლეები მეორე ეტაპზე საუკეთესო ათეულში მოხვდებიან“.

 „ეტალონისპედაგოგი ლაშა სარალიძე:

„მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან ხოლმე „ეტალონის“ პროექტში. ყოველ წელს იზრდება მოსწავლეების რაოდენობა, ამჯერადაც ასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. პირველმა ტურმა სრული წესების დაცვით ჩაიარა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული, თუმცა მათ აქვთ შესაბამისი ამბიცია, რომ გადავიდნენ მეორე ეტაპზე. ბევრმა მიიღო 80 და მეტი ქულა, დანარჩენს კი შედეგები გვაჩვენებს“.

რუსთავის N21 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გავაშელი:

„ძალიან კმაყოფილები ვართ პირველი ტურით. მოსწავლეების მხრიდან იყო აქტიურობა. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მოგვწონს, რადგან მოსწავლეების მხრიდან ჩართულობა და დაინტერესება ძალიან დიდია. თუმცა, ჩართულობის კუთხით არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ - მშობლების აქტიურობასაც გამოვყოფდი, რაც ძალიან სასიხარულოა.“

ეტალონისპედაგოგი ლია ღლონტი:  

„რამდენიმე ბავშვს ძალიან კარგი შედეგი აქვს. რაც დრო გადის, უფრო მეტი ბავშვი ერთვება „ეტალონში.“ ამჯერადაც საინტერესო კითხვები იყო. „ეტალონში“ მონაწილეობა ზოგად განათლებას ითხოვს მოსწავლისგან. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება შემდეგი ეტაპი“.

რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი:

„ძალიან კმაყოფილი ვარ მოსწავლეების ჩართულობით და მათი ქულებით. ყოველწლიურად მოსწავლეების ჩართულობა იზრდება. დაინტერესება ახლა უფრო მეტი იყო. შემდეგ ტურში გადასვლა და პოპულარობა უფრო აინტერესებთ ხოლმე მოსწავლეებს. „ეტალონი“ პირველ რიგში, ლოგიკურ აზროვნებაში ეხმარება მოსწავლეებს და მოტივაციას აძლევს. ბავშვებში მოტივაციაა, რომ წაიკითხონ, ლოგიკურად იმსჯელონ, უფრო მეტად დაფიქრდნენ. ეს პროექტი ძალიან ბევრ უნარს ავითარებს“.

ეტალონისპედაგოგი სოფიო ჯელაძე:  

„პირველ ტურთან დაკავშირებით ძალიან კმაყოფილი ვარ. 39-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა,  უფრო მეტს ჰქონდა სურვილი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარებობის გამო ვერ მოვიდნენ. მაღალი ქულებიც დაიწერა. საერთო ჯამში, კარგი ქულები იყო, კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ტესტებს, განსაკუთრებით რთული არ ყოფილა და საინტერესოდ იყო შედგენილი“.

კერძო სკოლასაუნჯედირექტორი გულჩინა ჭიკაძე:

„მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები, პასუხისმგებლობითაც მოეკიდნენ, გვყავს მოსწავლე, რომელმაც 95 ქულა დააგროვა, არის 80 ქულიანიც, ასე რომ კმაყოფილი ვარ. იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურში ღირსეულად მივიღებთ მონაწილეობას.

„ეტალონი“ ძალიან ეხმარება მოსწავლეებს. ისინი საკუთარ თავს გამოცდას უწყობენ, უფრო რეალურად აღიქვამენ და პოულობენ საკუთარ თავში ძალასაც, შესაბამისად, მეტი მოტივაცია ეძლევათ. ეს პროექტი ზოგადი განათლებისთვის არის ყველაზე მთავარი და დამოუკიდებელ აზროვნებას აჩვევს მოსწავლეებს.  ტესტები პროგრამასთან კავშირშია, თან ლოგიკურ აზროვნებაზეც არის დამოკიდებული და მოსწავლის განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა.

„ეტალონი“ ძალიან მოგვწონს და მხარს ვუჭერთ. ეს პროექტია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო შედეგს“.

ეტალონისპედაგოგი ნელი ბერიძე:

„ჩვენგან 6-მა მოსწავლემ გადალახა ბარიერი. მოლოდინი გვაქვს, რომ ორი მოსწავლე მაინც გავა მეორე ტურში. პირველ ეტაპზე არ განსაკუთრებულად რთული ტესტები. თუ ჩვენგან ბავშვები მეორე ტურში გადავლენ, სხვა მოსწავლეების მოტივაციაც გაიზრდება“.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

„სინკარში გადამბმები რომაა, მანდ გაჩნდა. საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს, არც ბათქაში დაეყრებათ მოსწავლეებს...“

რა ჯდება საშუალო შეძლების მქონე ოჯახისთვის ერთი ბავშვის სასკოლედ მომზადება

მინისტრის ბრძანება 300-ზე მეტ საჯარო სკოლას ეხება - წესდებაში ცვლილება შევიდა

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, რო­მელ­საც 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ნე­პა­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­დად­გა.

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ
 
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება